"ღმერთო ჩემო! როგორ შეიძლება 11 წლის ასაკში ასე მღეროდე? აი, ასე! შეიძლება ითქვას, რომ შოკში ვარ, ვერაფერს ვიტყვი! აი, ეს თქვენ მოგანიჭათ ტალანტი ღმერთმა!", - ასე შეაფასა ვალერი მელაძემ მუსიკალური ტალანტ-შოუ "ხმის" პატარა კონკურსანტი. ვალერი მელაძე აღნიშნულ შოუში ჟიურის სტატუსით არის მიწვეული. შოუ რუსეთის "პირველი არხის" ეთერში გადის.