დიდი კვლევის შემდგომ მეცნიერებამ საბოლოოდ დაასკვნა, რომ პარალელური სამყაროები მართლაც არსებობენ. შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა თუ რას გულისხმობს ეს ფენომენი. პარალელური სამყარო გახლავთ ჩვეულებრივი სამყარო რომელიც ჩვენი სამყაროს პარალელურად არსებობს. განსხვავება კი შეიძლება იყოს მცირე ან შესაძლოა იყოს გლობალურიც.
პარალელურ სამყაროებზე ჩანაწერები ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ფილოსოფოსების ნაშრომებში გვხვდება, ასევე მის არსებობას ამტკიცებდა ჯორდანო ბრუნო, რომელიც შემდგომ ინკვიზიციის მსხვერპლი გახდა. დღეს ამგავარი აზრების გამო მეცნიერებს კოცონზე აღარავინ წვავს თუმცა ეს სფერო ჯერჯერობით ბოლომდე ვერავინ გამოიკვლია.
აინშტაინს მიაჩნდა, რომ ჩვენი სამყაროს გვერდით სხვა სამყაროც არსებობს და ის ჩვენი სამყაროს სარკისებრი ანარეკლია. ამ სამყაროს გასაღები კი მეხუთე განზომილებაშია, რომელიც მეცნიერებას ჯერ არ გამოუკვლევია. მისი აზრით ადამიანები შეძლებენ პარალელურ სამყაროებს შორის მოგზაურობას მაშინ, როცა მეცნიერება შეისწავლის დროის და სამი სივრცის გარდა კიდევ ერთ განზომილებას.