ახალგაზრდა მამაკაცი უჩვეულო შეთავაზებით მიდის გამვლელებთან: "გინდათ ნახოთ ჩემი დიდი შავი...?!" (ინგლისურად ჟღერს როგორც big black clock). გამვლელები გაოცებული სახით უყურებენ "თავხედს", რომელიც "უხამს" წინადადებას სთავაზობს მათ. ბევრი ფრთხება და გარბის, თუმცა, ბევრს ცნობისმოყვარეობა სძლევს და თანხმდება ექსპერიმენტს... შედეგი კი ნამდვილად ძალიან სახალისოა - თურმე მამაკაცი თავის დიდ, შავ საათს გულისხმობდა...