სან-ფრანცისკოს მეტროს მგზავრები, უცნაური სანახაობის თვითმხილველები გახდნენ. ერთ-ერთ სადგურზე, შიშველი მამაკაცი შევარდა, რომელმაც აკრობატული "შოუ" მოაწყო, თუმცა მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა და მგზავრებზე ძალადობა დაიწყო. ერთ-ერთ გამვლელს ზურგზე შეახტა და მხოლოდ პოლიციელის ჩარევის შემდეგ გაუშვა "მსხვერპლი", შემდეგ კი ბაქანზე მგზავრ ქალს დაუწყო დევნა.
მოძალადის დაკავება პოლიციის ორმა ჯგუფმა ხანგრძლივი დევნის შემდეგ მოახერხა. მამაკაცი დაკავების შემდეგ ფსიქიატრიულ შემოწმებაზე გადაიყვანეს.