შენი სიყვარული გულში შევინახე,
ისე ვკანკალებდი, არსად დამკარგვოდა.
ახლა დავეძებ და ვეღარ მიპოვია,
იქნებ სამალავი ჩემი არ ვარგოდა?
იქნებ მე გავგუდე, როცა ვიხუტებდი,
სული ამოვხადე, ისე ჩავეხუტე.
რაც ჩემს გულში იყო, ყელში ამოვიდა,
მგონი, ამოსუნთქვას სადღაც გავაყოლე.