Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
აზერბაიჯანი, კახის რაიონი სოფელი ალიბეგლო
შეხვედრა უფროს კლასელებთან (IX-XI)
სასუბრო თემა - მეგობრობა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის
კულტურულ--საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ქურმუხელის" ეგიდით უკვე არაერთი ღონისძიება ჩატარდა. გარდა კულტურული ღონისძიებებისა, ასევე იმართებოდა სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშები და შეხვედრები. აქედან აღსანიშნავია შეხვედრა კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს სკოლის მე--7 კლასიდან მე--11 კლასის მოსწავლეებთან, რომელსაც პედაგოგებიც ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა--პასუხის სტილში წარიმართა, ასევე იყო დებატები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორისაც. საუბრის ძირითადი თემები იყო სკოლაში დისციპლინის დაცვაზე, მოსწავლე--მასწავლებლის ურთიერთობაზე, განათლების მნიშვნელობასა და ღირებულებაზე. პედაგოგების თხოვნის შედეგად მეორე დღესაც გაიმართა შეხვედრა ბავშვებთან, რომლებთანაც გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა საუბარი იყო მეგობრობაზე, ხელოვნებაზე და სხვა თემებზე, რომლებზეც მოსწავლეები საკუთარ შეხედულებებს უზიარებდნენ ერთმანეთს.
ორივე შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, რაც ბავშვების მოწონებასა და დაინტერესებაში გამოიხატა. მათი თხოვნა იყო, რომ საზოგადოება „ქურმუხელს" ხშირად მოეწყო მსგავსი შეხვედრები.
27.02.2012
Показать еще
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше интересных видео и найти новых друзей.