13
რომ არა დატვირთული წინა საქორწინო სამზადისი და ფუსფუსი, ჩემს ვითომ ფეხმძიმობასთან დაკავშირებული ისტორიის გადატანა ძალიან გამიჭირდებოდა, მიუხედავად იმისა რომ თორნიკე ერთი წამითაც არ მტოვებდა მარტო და ყველანაირად ცდილობდა ჩემს გამხნევებას. ვგრძობდი შვილი მასაც ძალიან უნდოდა. ქორწილამდე ორი კვირა რომ დაგვრჩა, მიხვდით რამდენი რამე გვქონდა მოსასწრები. უთავბოლოდ დავდიოდით წინ და უკან, თითქოს ყველაფერს ვაკეთებდით და გაკეთებული არაფერი გვქონდა. ბოლოს კიდე კაი ეკატერინა პავლოვნა ჩაერთო საქმეში. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ქორწილი ვიწრო წრეში ვგეგმავდით, ვხვდებოდით რომ თანდათან ჩვენი ვიწრო წრე სულ უფრო მეტად ფართოვდებოდა.
-არ დავუშვებ რომ ჩემი შვილიშვილის ქორწილი უბრალო იყოს, მორჩა და გათავდა გამოგვიცხადა ეკატერინემ და ქორწილის ორგანიზება თავის თავზე აიღო, უნდა ვთქვა ლალიც ძალიან ეხმარებოდა, ისე შეხმატკბილებულად იყვნენ ერთად მივხვდი ორივეს ძალიან უყვარდა ერთმანეთი, უბრალოდ თავის სიამაყეს არცერთი არ თმობდა.
კატერინა პავლოვნამ გადაწყვიტა ჩემი მშობლების სახლში წასულიყო და მათვის ქორწილის შესახებ მოეყოლა.
-გემუდარები კატო არ გინდა რა. შევეხვეწე მე
-შვილო მესმის რომ გული გატკინეს, მაგრამ ისინი შენი მშობლები არიან. ჩემი გადარწმუნება სცადა მან.
-დამიჯერე მათვის მე, არ ვარსებობ. ვუთხარი სევდიანმა
-მე ჩემი სიტყვა მაინც უნდა ვთქვა. გაიმეორა ჯიუტად, მეც და თორნიკეც ბევრი ვეცადეთ მის გადარწმუნებას მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. მართლა არ მინდოდა ჩემი მშობლების შესახებ რამეს გაგება, ისინი ჩემთვის ისევე როგორც მე მათვის აღარ არსებობდნენ. მაგრამ უნდა ვაღიარო სადღაც, იქ გულის სიღრმეში მჯეროდა რომ ჩემი ბედით დაინტერესდებოდნენ, უფრო სწორედ ვოცნებობდი რომ ასე მომხდარიყო. საღამომდე ველოდით მის უკან დაბრუნებას. ძალიან აღელვებული და აფორიაქებული დაბრუნდა.
-რა მოხდა? კითხა ინტერესით თორნიკემ
-ბედი გქონია, შვილო იქედან რომ წამოხვედი და დროთა განმავლობაში მათთნაირი არ გახდი. მადლობა ღმერთს რომ მათ არაფრით არ გავხარ. მითხრა სევდიანი თვალებით და გულში ჩამიკრა. დღემდე არ ვიცი რა მოხდა სინამდვილეში, ვერ ვკითხე, მომერიდა, თან საკუთარი თავი ვერც გავიმეტე იმ საშინელების მოსასმენად. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ იმ დღის მერე კატოსგან გაასმაგებულ სიყვარულს და სითბოს ვგრძნობდი. ყველანაირად ცდილობდა რომ ჩემს მშობლებზე რაც შეიძლება იშვიათად მეფიქრა.
-ისე მართლა. თაფლობის თვეს სად ატარებთ? როგორც ყოველთვის ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა ბეროს
-არ ვიცით, ზუსტად ის ვიცით რომ დიდ ხანს ვერსად ვერ წავალთ, ამიტომ გვინდა მანქანაში ჩავსხდეთ წავიდეთ და პირველივე ადგილზე სადაც გული გვეტყვის გადმოვიდეთ და სამი ოთხი დღე დავრჩეთ.- ვუპასუხე გულწრფელად
-ეს იდიოტობა რომელმა მოიფიქრეთ? იკითხა ფიქრომ
-მე. მშვიდად უპასუხა თორნიკემ და თვალი ჩამიკრა, რადგან ასეთი სისულელე მხოლოდ ჩემს ტვინში თუ შეიძლებოდა დაბადებულიყო.
ბოლო დღეებში განსაკუთრებით ავნერვიულდი და ეს მეტყობოდა კიდეც, ისე მეშინოდა ამ ბედნიერების, უფრო სწორედ მისი დაკარგვის. სულ ვფიქრობდი ერთ დღეს ეს ყველაფერი რომ დამეკარგა, ერთ დღეს თორნიკე რომ აღარ მყოლოდა.
-რა გჭირს შორენა კარგად ხარ? მკითხა ლალიმ, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა ჩემს გულში რაც ხდებოდა
-კი კარგად ვარ, ძალიან კარგად. გულწრფელად ვუპასუხე მე
-იმ სისულელეებზე კიდევ თუ ფიქრობ თორნიკეს ვეტყვი იცოდე. მითხრა მკაცრად
-არა გეფიცები. ვიცრუე ურცხვად
-შორენა ნუ ეხუმრები მაგას, ეგ სერიოზული პრობლემაა და თუ არ მიხედე ცხოვრებას გაგიმწარებს. ამ ქორწილის ამბებმა ჩაიაროს და ფსიქოლოგთან მიგიყვან. მითხრა მშვიდად და ჩამეხუტა.
-მოიცა აქ რა ხდება? იკითხა თორნიკემ და მერე და ლალის ერთდროულად შემოგვხვია ხელები
-ახლა ვიხსენებ იმ დღეს პირველად რომ გაგიცანი, მაშინ პატარა მოცუცქნული ბიჭი იყავი, დღეს კიდე კაცი ხარ უკვე. ჩაილაპარაკა ლალიმ და ატირდა
-ჩემი გულჩვილი დედინაცვალი. გადაიხარხარა თორნიკემ და აკოცა
-არც ცოლი გიშველის შენ და არც არაფერი, ამხელა კაცი სულ როგორ უნდა ცანცარებდე ? სიყვარულით გაუჯავდა ლალი
-ლალიკო ჩემი გოგო რომ მოგტაცო გეწყინება? კითხა გაკრეჭილმა
-პირიქით, ძალიან გამიხარდება. ჩაილაპარაკა ლალიმ
თორნიკემ ხელი ჩამკიდა და მანქანისკენ წამიყვანა.
-სად მივდივართ? ვკითხე ინტერესით
-სახლში, ჩვენს სახლში. მიპასუხა შვიდად.
თავიდან ვიფიქრე რომ ჩემს ბინაში მივდიოდით, მერე მეგონა ბებიასთან წავედით, ბოლოს ჩემთვის უცნობი კორპუსის წინ ამოვყავი თავი.
-აქ რა გვინდა, სახლში არ მივდიოდით? ვკითხე ინტერესით
-ერთი წუთით მაინც გაჩერდი ტო, მაცადე, რომ მცოდნოდა ასეთი ცნობისმოყვარე იყავი შენს ცოლობას არც ვიფიქრებდი. გადაიხარხარა თორნიკემ, გულში ჩამიკრა და ლიფტის ღილაკს მიაჭირა ხელი.
-იცი არც კი მჯერა რომ მალე ჩემი გახდები/ მითხრა სიცილით და ტუჩებში მაკოცა
-ისედაც შენი არ ვარ? ვკითხე გაკვირვებულმა
-კი მართალი ხარ, ჩემი ხარ, ჩემი, მარტო ჩემი და სხვა არავის. ჩამჩურჩულა ვნებიანად, ამასობაში ლიფტის კარი გაიღო. თორნიკემ ჯიბიდან გასაღები ამოიღო, შეუღებავ კარს მოარგო და ხელით მანიშნა შემოდიო.
-მოიცა ეს ისაა რაც მე მგონია? წამოვიძახე აღტაცებულმა და ცარიელ გასარემონტებელ ბინას თვალი მოვავლე
-კი ისაა, მაპატიე რომ შენს გარეშე შევარჩიე, მაგრამ მინდოდა შენთვის სიურპრიზი მომეწყო, სამაგიეროდ ნახე რას გავს მინიმუმ ერთი წელი მაინც დაჭირდება გარემონტებას და მოწყობას და გეფიცები მაგას ორივე ერთად გავაკეთებთ. მითხრა ღიმილით, ძალიან მაგრად ჩავეხუტე
-მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ჩავჩურჩულე ყურში და ჩემს ახალ სახლში პირველი ბედნიერების ცრემლი მოვიწმინდე
-წამო განახო, დიდი კი არა ოთხი ოთახია სულ, მაგრამ პირველ ეტაპზე გვეყოფა. მერე ბავშვების რაოდენობა რომ გაიზრდება სახლსაც გამოვცვლით. მითხრა ღიმილით და მაკოცა, ბავშვების გაგონებაზე გულში რაღაც ჩამწყდა, ეგრევე მიხვდა
-კაი, ახლა არ მოიწყინო. ხომ იცი რომ სისულელეა ჯერ მაგაზე ნერვიულობა. მკითხა მზრუნველად და ლოყაზე მომეფერა
-ვიცი, თან დარწმუნებული ვარ, ჩვენ შვილები აუცილებლად გვეყოლება. ვუთხარი ღიმილით და თავი მხრებზე დავადე.
-ამ ოთახში მისაღები გავაკეთოთ ხო? მკითხა მოულოდნელად
-ხო, აქანა დავდგათ „სტენკა“. ვუპასუხე იმერული კილოთი და ორივემ ერთდროულად გადავიხარხარეთ.
მიუხედავად ყველაფრის, ჩვენი ქორწილი მართლა ძალიან ლამაზი და გრანდიოზული გამოვიდა, უფრო სწორედ ულამაზესი და უგრანდიოზულესი. აი ისეთი მართლა არასდროს რომ არ ავიწყდებათ. ჩვენ ყველა ძალიან გახარებული და ბედნიერები ვიყავით. შემიძლია დავიფიცო რომ იმ დღეს, ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე რომ ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი და ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის რომ ეს ყველაფერი სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელებულიყო. მნიშვნელობა არ ქონდა როდის მოვიდოდა სიკვდილი. დღეს ხვალ. ათი, ოცი, თუ ასე წლის შემდეგ.
-არც კი მჯერა რომ ამ დღეს მოვესწარი. თვალცრემლიანი ამბობდა კატო
-ჩემი ბიჭი და ჩემი გოგო. უხაროდა თვალებგაბრწყინებულ ლალის
-ვაიმე მული გავიჩითე. როგორც ყოველთვის ხუმრობდა ფიქრო
-აუ ტო მეჯვარე გავიჩითე. იცინოდა თაზო
-აუ ტო არადა წესით მე უნდა ვყოფილიყავი შენი მეჯვარე და არა ეს იდიოტი. წუხდა ბერო და თაზოს მეგობრულად ჩქმეტდა
-უფ შენ რომ მაგის მეჯვარე ყოფილიყავი, მე შორენასი ვერ ვიქნებოდი, თუ ჩემზე ქორწინება ჯერ არ გადაგიფიქრებია ნუ წუწუნებ რა. როგორც ყოველთვის ამშვიდებდა თეკლა
-ოხ შენ ხომ სიტყვა არ უნდა შემარჩინო რა. ბუზღუნებდა ბერო და ჩემს მეჯვარეს ეხუტებოდა
მერე დაიწყო საათნახევრიანი ნათესავების გაცნობები, ერთ საათიანი კოცნა-პროშნა და სიყვარულის ახსნები. ჩამოვლები სათითაოდ ყველა სტუმართან და მათთვის ოჯახის ახალი წევრის გაცნობა და მოლოცვა-დალოცვის სამასამდე ახალი ფორმის მოსმენა. თავიდან გმირულად ვუძლებდი ამ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს ფეხსაცმელმა, ლამის ფეხები დამამტვრია.
-რა გჭირს დაიღალე? მკითხა თორნიკემ და ხელი ხელზე მსუბუქად მომიჭირა
-ფეხები მტკივა. გულწრფელად ვუპასუხე მე
-მიდი დაჯექი და მალე მოვალ. მითხრა თბილად და ცხვირზე მაკოცა
-უხერხულია. შევიშმუშნე მე
-ეს გოგო ერთ დღეს ჭკუიდან გადამიყვანს. უთხრა კატოს და ლამის ძალიათ მიმათრია მაგიდასთან და ფეხსაცმელი გამაძრო ჩუმად .
-მიყვარხარ. ჩავჩურჩულე ყურში
-მეც. მიპასუხა ჩურჩულით და ჩემს ტუჩებს მსუბუქად შეეხო.
-რძალო წამო ვიცეკვოთ. მითხრა თაზომ და ხელი გამომიწოდა, ფეხის ტკივილის მიუხედავად უარი ვერ ვუთხარი, რადგან ვიცოდი ძალიან ეწყინებოდა.
-მეჯვარეეე. დავუყვირე მე და საცეკვაოდ გავყევი, ჩემს მეჯვარეს და თავის ბიჭს მივუახლოვდით რომლებიც დარბაზის შუა გულში ცეკვავდნენ.
-ქმარი სად გყავს გოგო, ამ დებილს რომ ეცეკვები? მკითხა ბერომ და გადაიხარხარა
-ქმარი ნათესაობამ გამოიჭირა, მე კიდე ჩემი ქმრის მეჯვარემ, დაგავიკისკისე გულიანად და მუსიკის რითმებს ავყევი. ცოტა ხანში ჩემი ქმარიც გამოჩნდა, თავის დასთან ერთად.
-გეყო თამაზ ჩემს ცოლთან ცეკვა, დროა დაისვენო. უთხრა სიცილით, თაზომაც ჩემი თავი, რევერანსებით გადაულოცა და სახე მოეღუშა. ფიქრომ სცადა მოწყენილი თაზო გაემხუარულებინა.
-წამო შე უბედურო, მე მაინც გეცეკვო. უთხრა სიცილით და ხელი ჩაკიდა
-რაო ქმარო გამოგიჭირეს შენმა ნათესავებმა? ჩავჩურჩულე ყურში, თან ჩუმად ვაკოცე, ვინმეს რომ არ შევემჩნიე
-ჩემმა კი, ჩვენმა ნათესავებმა. ქალბატონო მაჩაბელო კოპალიანისა. მითხრა სიცილით და დამატრიალა
-არა რა შეხედე რა ოქროს ბიჭია. მოგვესმა ბეროს მხიარული ხმა
-ნუ არც გოგოა ცუდი. კისკისებდა თეკლა
-არა ბიჭი აშკარად ჯობია. ხარხარებდა ბერო
-გოგო ჯობია გოგო. არ ცხრებოდა თეკლა
-გინდა დავტყდეთ? ჩამჩურჩულა თორნიკემ
-ტორტი, თაიგული? ვკითხე გაოცებულმა
- ტორტს უჩვენოდაც დაჭრიან, თაიგული კიდე მოიცა ახლავე. ჩაიბუტბუტა ჩუმად, მაგიდასთან მივიდა თაიგული მოიტანა და თეკლას შეაჩეჩა ხელში, რომელმაც გაკვირვებისგან პირი გააღო
-ჰა ეხლა თითქმის რძალო, გამომართვი სანამ ვინმეს შევუმჩნევივარ. უთხრა სიცილით
-კი მაგრამ რა ხდება. გვკითხა გაოგნებულმა
-ახლა ჩვენ მივდივართ და მოვლენებს ვაჩქარებთ, რა იყო მაინც შენ არ უნდა დაგეჭირა თუ? ვკითხე სიცილით
-ხოდა ბერიშ დროა შენს ქორწილშიც გავშალოთ ხელი ძმა, გაიცინა თოკომ და ხელი მხრებზე მეგობრულად დაარტყა
-მე მიკეთებთ ამას? უკნიდან მოგვესმა ფიქროს წიკვინა ხმა
-რა იყო? ვკითხე გაოგნებულმა
-რაღა რა იყო, ორი კვირა ილეთებს ვამუღამებ თაიგული რომ დავიჭირო, შენ კიდე რას მიკეთებ ჰა? მკითხა გაბრაზებული ხმით, ოთხივე გაოგნებულები ვუსმენდით, ბოლოს ვერ მოითმინა და გადაიხარხარა.
-მოგახრჩობ. დაუყვირა თორნიკემ და ყელზე მოუჭირა ხელი
-მე ვერაფერს მიზამ, მაგრამ ახლა აქედან თუ არ წახვალთ მთელი შენი, არცთუ ფხიზელი სანათესაო კოცნით დაგახრჩობთ, თან ორივეს ერთად. გვითხრა სიცილით და ხელით გასასვლელისკენ გვანიშნა.
მანქანაში ჩავჯექით და წავედით, გვინდოდა რაც შეიძლება შორს წავსულიყავით, სადაც მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებოდით. ულამაზესი რამე იყო, ნათელი და თბილი. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და მეტი არავინ.
-ქატო იქა, ფქვილი აქა. ჭირი იქა , ლხინი აქა. ჩაილაპარაკა თორნიკემ სიცილით და ხელზე მაკოცა.
-ნუ ამბობ მაგას რა. ვუსაყვედურე მე
-კი მაგრამ რატომ? მკითხა გაოცებულმა
-იმიტომ რომ ეგ ზღაპრის დასასრულს ნიშნავს, მე კიდე არ მინდა ჩემი ზღაპარი ქორწინებით დასრულდეს. მინდა ცხოვრების ბოლომდე ზღაპარში ვიცხოვრო. ვუთხარი გულწრფელად რასაც ვფიქრობდი.
-შენ ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოცებას. მითხა გაღიმებულმა
-იცი, მე სულ მაინტერესებდა რა მოხდა მერე პრინცმა ფიფქიას, კონკიას, მძინარე მზეთუნახავს თუ რაპუნცელს რომ აკოცა და რომ დაქორწინდნენ, მერე როგორ ცხოვრობდნენ, მათი შემდგომი ცხოვრება გავდა კი ზღაპარს, ერთმანეთი ცხოვრების ბოლომდე ასე გაგიჟებით უყვარდათ თუ არა, მათი სიყვარული ყოველდღიურობამ ხომ არ გააუფერულა, ჩვენმა ურთიერთობამ ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯები გადადგა. ქორწინება მარტივია, მთავარი ოჯახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვაა. ჩავილაპარაკე ნაღვლიანმა
-დამპირდი რომ ჩვენ ორივე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ბედნიერები ვიყოთ. მითხრა ჩურჩულით
-გპირდები, მჯერა რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ცხოვრებას, გამოცდა სახელად „ყოველდღიური ყოფა“ ხუთიანზე ჩავაბაროთ. ვუთხარი მშვიდად მისკენ გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე
-მე ვიცი რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, მთავარი კი სიყვარულია. ხომ ასეა? მკითხა ღიმილით
-კი. დაუფიქრებლად ვუპასუხე მე, მაშინ გულწრფელად მეგონა რომ არ არსებობდა გამოცდა რომლის ჩაბარებასაც ჩვენი სიყვარული ვერ შეძლებდა, დარწმუნებული ვიყავი რომ ეს სიყვარული ყველაფრის ძალა მოგვცემდა, გულწრფელად მეგონა რომ არ არსებობდა პრობლემა რომლის, გადალახვაც ჩვენს სიყვარულს არ შეეძლო. მაშინ ეჭვადაც ვერ გავივლებდი რომ, ერთ დღეს საშინელ ტკივილს სწორედ ეს უაზრო და უგონო სიყვარული მომაყენებდა, რომ ერთხელაც ამ სიყვარულისგან თავის დაღწევას ვისურვებდი, რას წარმოვიდგენდი რომ კიდევ ერთხელ ვიფიქრებდი იმაზე რომ მაშინ კახას არ დავშორებოდი და ვიოცნებებდი რომ თორნიკე კოპალიანზე მოგონებები ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გამექრო.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1