ეს, ერთი მხრივ, ნამდვილად სერიოზული სანქციაა, რომელსაც მომზადებისთვის რამდენიმე კვირა და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა დასჭირდა, და ეს საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას აჩვენებს. მეორე მხრივ, ყველა მაღალჩინოსანს ევროკავშირში უვიზოდ შესვლისთვის ჩვეულებრივი პასპორტით შეუძლია ისარგებლოს. აქედან გამომდინარე, ეს უფრო გაფრთხილებაა.
ევროკავშირის საბჭოს განმარტებით, სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შეეხებათ შემდეგ კატეგორიებს:
🔸 საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ.
🔸 საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.
🔸 საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ვიზიტებისას.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1