83 წლის გიულენი პენსილვანიის (აშშ) ერთ-ერთ საავადმყოფოში კვირა საღამოს გარდაიცვალა. სწორედ იქ, ქალაქ სეილორსბურგში ცხოვრობდა ის 1999 წლიდან, მას შემდეგ, რაც სამშობლო დატოვა.
ვიდეოზე, რომელიც BirGün TV-მ ერთი კვირის წინა გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, გიულენის სახლიდან გამოსვლის ერთ-ერთი ბოლო კადრებია აღბეჭდილი.
შეგახსენებთ: ფეთჰულა გიულენი 2013 წლამდე ერდოღანის მოკავშირე იყო. მათი ალიანსი გახმაურებული კორუფციული სკანდალების შედეგად დაინგრა - გიულენმა ერდოღანი კორუფციული საქმეების მართვაში დაადანაშაულა.
2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ანკარამ გიულენი ტერორისტად შერაცხა და მისი დაკავების ორდერი გასცა. თურქეთი ამ წლების განმავლობაში დაჟინებით მოითხოვდა შეერთებული შტატებისგან გიულენის ექსტრადაციას, თუმცა აშშ-ის ხელისუფლება გიულენის ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირს არ აღიარებდა და თურქეთისთვის მის გადაცემას არ აპირებდა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев