Фильтр
Все темы

🔴 გაქცევა გახარიას პარტიიდან

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ დღეს მისმა ორმა წევრმა დატოვა.
ესენი არიან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლევან ჭანტურიძე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ივა ჩუბინიძე.
🔴 გაქცევა გახარიას პარტიიდან - 967586150628
  • Класс!0

🔴 გაპოლიტიკურებული ვიდეო

სოცქსელებით გავრცელდა ვიდეო, რომელმაც ხალხს პოპულარული ქართული ფილმი „ქვევრი“ გაახსენა.
ვიდეოში ჩანს, რომ ქვევრში „ოცნების“ მასურიანი ბიჭი გაიჭედა და ვეღარ ამოჰყავთ. ჰოდა, ვიღაც-ვიღაცებმა ეს სასაცილო ვიდეო უეცრად „ოცნების“ საწინააღმდეგო პოლიტიკურ პერფორმანსად აქციეს.
გამორიცხული არაფერია, მაგრამ მაინც მგონია, რომ „ოცნების“ მაისურიც შემთხვევით აცვია ქვევრში გაჭედილს და 6-ნომრიანი წითელი შორტიც მის თავზე მდგომს (ეს ნომერი „ევროპელი დემოკრატებისაა“ არჩევნებში).
თავად ნახეთ:
01:30
ქვევრი
132 просмотра
  • Класс!3

🔴 პრეზიდენტის აღიარება და გაფრთხილება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფბ-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ის „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერ ოთხ პარტიაზე საუბრობს.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების შემდეგ ისევე გაუჭირდებათ ერთმანეთთან ურთიერთობა, როგორც ქარტიაზე ხელმოწერა უჭირდათ მანამ, სანამ დასავლელმა პარტნიორებმა არ უთხრეს, რომ ქარტიას უნდა მიერთებოდნენ.
ზურაბიშვილმა კიდევ ბევრი საინტერესო თქვა, რაც ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ:
  • Класс!0

🔴 ნატო-ს ახალი გენმდივანი ჰყავს

სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურად გადასცა უფლება-მოვალეობები შემცვლელს - ნიდერლანდების ყოფილ პრემიერ მარკ რუტეს.
ცერემონია ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა.
  • Класс!0

🔴 სანიკიძეები განაციონალდნენ

გუბაზ სანიკიძე, რომელიც წარსულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თავგადაკლული ბრძოლით გამოირჩეოდა, ახლა სწორედ ამ პარტიის სიით იყრის კენჭს საპარლამენტო არჩევნებში.
უფრო მეტიც, მისი შვილიც, ლევან სანიკიძეც „ნაციონალი“ გახდა, თანაც რიგითი წევრი კი არა, პარტიის საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერად მოგვევლინა.
ამ პოზიციაზე ის დიდი სიამაყით წარადგინა თინა ბოკუჩავამ.
  • Класс!0

🔴 იწყება უფასო აცრები

გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინის 200 000 დოზა საქართველოში 15 ოქტომბრამდე შემოვა და აცრის გაკეთება (ასევე უფასოდ) ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება.
საუბარია ოთხკომპონენტიან ვაქცინაზე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის, „ებოტის“ ვაქცინა, რომელიც გრიპის კიდევ უფრო მეტ ვარიანტს ფარავს, ვიდრე ადრინდელი პრეპარატები ფარავდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ვაქცინა იმ პირებს ჩაუტარდებათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ.
00:31
  • Класс!1

🔴 დოლარი გაძვირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7300 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
შესაბამისად, დოლარი 0,0003 ლარით გაძვირდა.
სხვა ძირითადი ვალუტების კურსი დღეისათვის, 1-ელი ოქტომბრისთვის, ასეთია:
ლარის კურსი 1-ელ ოქტომბერს
  • Класс!0

🔴 „გამჭვირვალობა“ დამკვირვებლობიდან ჩახსნეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვერ დააკვირდება.
„ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე ჩვენი სახელის ქვეშ დარეგისტრირებული არცერთი დამკვირვებელი არ გვეყოლება“, - ნათქვამია „გამჭვირვალობის“ განცხადებაში.
საქმე ისაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომლითაც ეს ორგანიზაცია და მისი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად იცნო.
არასამთავრობო ორგანიზაცია აზუსტებს, რომ არ აღიარებს „აბსოლუტურად უკანონოდ მინიჭებულ აღნიშნულ სტატუსს“
  • Класс!0

🔴 თითო მილიონი ჩემპიონებს

მთავრობა მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას ფულადი პრემიით დააჯილდოებს - თითოეულს მილიონი ლარის ოდენობით.
ეს გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა პრემიერმა კობახიძემ.
მისი თქმით:
დღეს UFC-ის მოქმედი 8 ჩემპიონიდან 2 ქართველია, რაც ქართველების მებრძოლ სულს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ამგვარი შედეგი, 4-მილიონიან საქართველოსთან ერთად, მხოლოდ 200-მილიონიან ბრაზილიას აქვს, რაც თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანია.
როგორც კობახიძე წერს, სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება სჭირდება, რაც გახდა კიდეც დვალიშვილისა და თოფურიას დაჯილდოების საფუძველი.
მოულოდნელ საჩუქარზე უკვე გააკეთა კომენტარი მერაბ დვალიშვილმა, რომელიც საქართველ
  • Класс!0

🔴 რამდენი დახარჯეს პარტიებმა

ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა ანგარიში
https://monitoring.acb.gov.ge/ka/elections/parliamentary-elections/2024-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-27-%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-16-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%97
, თუ რამდენი დახარჯეს პოლიტიკურმა პარტიებმა გაერთიანებებმა წინასაარჩევნო კამპანიაზე 27 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში.
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან პირველი სამი კვირის განმავლობაში გაწეული ხარჯები, ადგილების მიხედვით, ასეთია:
  1. „ქართული ოცნება“ - დაახლოებით 6,9 მილიონი ლარია, საიდანაც 4,7 მილიონი ლარი რეკლამაზე დაიხარჯა.
  2. „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა", - დაახლოებით 2,5 მლნ ლარი, აქედან 1,8 მლნ - რეკლამაზე.
  3. „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" - 1,7 მლნ ლარამდე, აქედან 1,6 მლნ - რეკლამაზე.

ცალკეული პარტიების ხარჯები

„ერთობა - ნაციონალური მოძრაობა"
🔴 რამდენი დახარჯეს პარტიებმა - 967544919012
  • Класс!0

🔴 რა ღირს ლარი დღეს?

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7297 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
შესაბამისად, წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ვალუტა 0,0012 ლარით გაუფასურდა.
სხვა ძირითადი ვალუტების კურსი დღეისათვის, 30 სექტემბრისთვის, ასეთია:
ლარის კურსი 30 სექტემბერს
  • Класс!0

⚫ უბედური შემთხვევა თბილისში

რუსი ტურისტი გოგონა, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე ვიდეოს იღებდა, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა და დაიღუპა.
დაშავებული საავადმყოფოში კი გადაიყვანეს, მაგრამ თავის ქალის მძიმე დაზიანების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ეს გოგონას ბოლო ვიდეოა, სადაც ის სიმღერით მიდის ქუჩაზე ისე, რომ წინ არ იყურება და მღერის... მღერის სიტყვებს „в последный раз“...
  • Класс!5
საქართველო და სამეზობლო
добавлена 27 сентября в 17:55

🔴 ერევანი კონსტიტუციას შეცვლის?

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გაეროს გენასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლა 27 სექტემბერს დაემთხვა - დღეს, როდესაც ოთხი წლის წინ ყარაბაღის მეორე ომი დაიწყო.
ფაშინიანმა გაეროს ტრიბუნიდან თქვა, რომ ერევანი მზადაა, პირდაპირ ახლა მოაწეროს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას ბაქოსთან, რომელიც უკვე 80%-ითაა შეთანხმებული.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშეკრულება სომხეთის კონსტიტუციასთან შეუსაბამო აღმოჩნდება, მაშინ ერევანს, მშვიდობის გულისთვის, კონსტიტუციის გადაკეთება მოუწევს.
ნიკოლ ფაშინიანი
  • Класс!2
საქართველო და სამეზობლო
добавлена 27 сентября в 16:15

🔴 წუთიერი ხმაური ბაქოში

27 სექტემბერი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეზობელი აზერბაიჯანისთვისაც ტრაგიკული დღეა.
ოთხი წლის წინ სწორედ ამ დღეს დაიწყო ყრაბაღის მეორე ომის სახელით ცნობილი კონფლიქტი.
ბაქოში წუთიერი დუმილით სცეს პატივი მაშინ დაღუპულთა ხსოვნას.
00:18
ბაქო
141 просмотр
  • Класс!1
საქართველო და სამეზობლო
добавлена 27 сентября в 13:54

🔴 პრემიერის პასუხი და ზელენსკის სკეტჩი

ირაკლი კობახიძეს ოპოზიციური არხის ჟურნალისტმა იმ ბანერებზე დაუსვა შეკითხვა, რომლებიც ახლახან გამოჩნდა, და რომლებზეც დაბომბილი უკრაინისა და მშვიდობიანად მცხოვრები საქართველოს კადრებია ასახული.
ნახეთ, რა უპასუხა პრემიერმა და რა იგულისხმა ამ ნათქვამში:
  • Класс!4
საქართველო და სამეზობლო
добавлена 27 сентября в 13:10

SOM-ები აზერბაიჯანში წავა

🇹🇷🇦🇿თურქული ფრთოსანი რაკეტა SOM აზერბაიჯანის არმიას უახლოეს ხანებში გადაეცემა.
ამის შესახებ კორპორაცია Roketsan-ის გენერალურმა დირექტორმა მურატ იქინჯიმ განაცხადა და იქვე დააკონკრეტა, რომ ამ რაკეტების გამოყენება შესაძლებელია როგორც AKINCI-ს, ისე Су-25-ის პლატფორმაზე.
00:26
SOM
168 просмотров
  • Класс!0
საქართველო და სამეზობლო
добавлена 27 сентября в 11:35

🔴 შედარება ნახირთან

ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა (მამუკა ხაზარაძის კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა) საქართველოს მოსახლეობის ახლანდელი მდგომარეობა ნახირს შეადარა.
უფრო სწორად, „ოცნების“ დამოკიდებულება მოსახლეობისადმი.
  • Класс!1
საქართველო და სამეზობლო
добавлена 27 сентября в 10:00

🔴 როგორია ლარის კურსი დღეს?

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7285 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
შესაბამისად, გუშინდელთან შედარებით, ქართული ვალუტა, მცირედ, მაგრამ კიდევ უფრო - 0,0016 ლარით გაუფასურდა.
სხვა ძირითადი ვალუტების კურსი ასეთია:
ლარის კურსი 27 სექტემბერს
  • Класс!0
საქართველო და სამეზობლო
добавлена 27 сентября в 08:45
Фото
  • Класс!2
საქართველო და სამეზობლო
добавлена 26 сентября в 16:50

🔴 დამტკიცდა ახალი ანბანი

ორგნიზაცია თურქული სამყაროს საანბანო კომისიამ, რომლის სხდომაც ცოტა ხნის წინ გაიმართა ბაქოში, 34 ასოსგან შემდგარი საერთო ანბანი შეათანხმა.
ამით დასრულდა ჯერ კიდევ 1991 წელს შემოთავაზებული პროექტი, რომელზეც განსაკუთრებით აქტიურად ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორგანიზაცია თურქული სამყაროს წევრი ქვეყნები - აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი და უზბეკეთი (ან დამკვირვებელი ქვეყნები - უნგრეთი და უზბეკეთი) ერთ ენაზე ისაუბრებენ. უბრალოდ, როგორც კომისიაში აცხადებენ, საერთო ანბანი იმისთვისაა საჭირო, რომ თურქულენოვანმა ხალხებმა ამ ნიშნებით წერა შეძლონ.
„საერთო თურქული ანბანის“ პროექტი ლათინურ ანბანს ეფუძნება და ასე გამოიყურება:
🔴 დამტკიცდა ახალი ანბანი  - 967430264292
  • Класс!1
Показать ещё