თურქული ფრთოსანი რაკეტა SOM აზერბაიჯანის არმიას უახლოეს ხანებში გადაეცემა.
ამის შესახებ კორპორაცია Roketsan-ის გენერალურმა დირექტორმა მურატ იქინჯიმ განაცხადა და იქვე დააკონკრეტა, რომ ამ რაკეტების გამოყენება შესაძლებელია როგორც AKINCI-ს, ისე Су-25-ის პლატფორმაზე.
ცნობისათვის: აზერბაიჯანისთვის SOM-ების მიყიდვის შესახებ შეთანხმებას მხარეებმა დიდი ხნის წინ მიაღწიეს, მაგრამ გარიგება არ შედგა.
საქმე ისაა, რომ მაშინ ეს შეთანხმება საფრანგეთმა დაბლოკა იმ მიზეზით, რომ რაკეტაში გამოყენებული იყო ფრანგული კომპანია Safran-ის ტურბორეაქტიული ძრავა Microturbo TRI 40.
ამის შემდეგ თურქულმა კომპანია Kale Arge-მა თავად შექმნა რეაქტიული ძრავა SOM-ებში გამოსაყენებლად. შესაბამისად, საფრანგეთის ბლოკი გარიგებაზე მოიხსნა.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев