ერთი ჩვეულებრივი საკუთარ
თავზე გადახდენილი
ამბავი მინდა მოვყვე
რამდენად შევძლებ ეს თქვენამდის მოვიტანო
არვიცი
🍒ერთი ჩვეულებრივი უბრალო და შეუხედავი ბიჭი ასაკით 38 წლის გადმოვიდა ჩვენს უბანში საცხოვრებლად როგორც ყოველთვის დავიახლოვეთ და სახუმარო ნორმალურ ფარგლებში მიზეზებს გვაძლევდა ხოლმე
რომ გვემხიარულა
სუპერმარკეტში წასვლა უხაროდა
იცოდა რომ ხურდა დარჩებოდა და მას ეკუთვნოდა
მოკლედ
ცივად არავინ ექცეოდა პირიქით თბილად ვექცეოდით მაგრამ საქმე საქმეზე რომ დამდგარიყო ის არაფერი იყო არავისთვის და არც არაფერს ნიშნავდა
და მისი მთლიანი დრო
ფაქტიურად
ილუზიაში იხარჯებოდა ალბათ ჩემთვისაც არავინ იქნებოდა რომ არა ჩემი ბედის ამობრუნებაო
რომ იტყვიან
მომიწია თვეები ფაქტიურად გარეთ ცხოვრება ერთ პატარა ბუტკაში ღამეების
თენება
ეს ბიჭი კი იქ მაკითხავდა იქ პატარა ღუმელი მედგა და შეშა სულ მესაჭიროებოდა
ის კი კორპუს კორპუს დადიოდა და
შეშას მიგროვებდა მოჰქონდა და მოჰქონდა შეშა
ასე თვემ გაიარა მე კი ვამჩნევდი მაგრამ გულთან
არც ისე ახლოს მიმქონდა შესაბამისად ვერ ვშიფრავდი მის მოქმედებას საჭირო ადამიანური ზომებით
საჭმელი სასმელი არ მაკლდა მან ეს იცოდა თუმცა ამის მიუხედავად
მან არა ერთხელ მომიტანა
პური ვიღაცის ნაჩუქარი
ხურდებით ნაყიდი
ცელოფანში გადახვეული
პური ერთხელაც სკამზე რომ
დამიდო
გამეცინა და თბილად
ვკითხე
ეს რააარისთქო და თან ჩამეფიქრა ჩამეფიქრა და როგორ მწარედ
მაშინ მივხვდი რომ არაფერი მცოდნია და არაფერი ვყოფილვარ მხოლოდ ილუზიებით გატარებული დრო მოქმედებები დამიდგა თვალწინ
ურთიერთობებს ასე თუ ისე დაფიქრებით თუ დაუფიქრებლად გარეგნობებით ირჩევა
აქ ხომ ორი აზრი არაა ჩამეფიქრა და მის ადგილზე წარმოვიდგინე თავი მას სიკეთის ინსტიქტი ამოძრავებდა ყოველდღე ის მოდიოდა თავად გაჭირებული და ჩემთვის შეშა მოჰქონდა
ლუკმას მიყოფდა
თუმცა არ ჩანდა მისი ეს საქციელები მისივე გარეგნობის გამო მისივე
ჩაცმულობის გამო
ეს სიკეთე მასში შეუმჩნეველი რჩებოდა
აქედან გამომდინარე ეფექტურობის 0% აჩვენებდა
ის რომ შეძლებული და კარგი შესახედი ყოფილიყო პირველივე ჯერზე დავინახავდი და მისთვის მადლობებით და სხვანაირი სიტყვებით აღვივსებოდი და მითომ პატივისცემებით ვაი მაგ დანახვას და პატივსცემებს ის ისეთი ადამიანია ყველა უხარია ყველა და თავად არავის უხარია მისი გაკეთებულს მთელი ერთი თვე ვერ ვხედავდი რადგან სილამაზეს და შეძლებებს ვყევართ აყვანილი იქიდან იწონება
თითქმის ყველა ურთიერთობა
მადლობელი ვარ უფლის რომ ეს მონაკვეთი ჩემს ცხოვრებაში მოახდინა კიდევ ისიც მინდა დავამატო რომ ძალიან თბილი გულის ადამიანია სულ თავის გარდაცვლილ დედაზე მესაუბრებოდა დედისთვის ის ანგელოზი იყო ის ერთი ყავდა ვისაც უანგაროდ უყვარდა მისი ავანდყოფი შვილი და ძნელია ასე ცხოვრება ყველა რომ გიხარია და შენ არავის უხარიხარ ხშირად მახსენდება ეს მომენტი და გული მიმძიმდება
არც ის ვიცი რატომ
მოვყევი
ალბათ იმიტომ რომ
ხანდისხან გვავიწყდება
მოკვდავები რომ
ვართ
თითქმის გამოვსულვართ სიყვარულის წიაღიდან ფერადი ბუშტებისთვის
თვალებ აჭრელებულებს
ერთჯერადი სიამოვნებისთვის
საკუთარ სულში
დანთებულ ლაპას
დროდადრო უწევთ
და ამ თვალ-ნახულ სამყაროში
ცარიელი სხეულებით
გვიწევს გადაადგილება
და გვავიწყდება ის
რომ ყველანი მოკვდავები
ვართ🍒
ო.ქ
ს ი ა ხ L O V E
ვ.ს
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев