ძალია პოზიტიურები
და ლამაზები არიან
ჩემთვის
სულ ორი თვეა რაც შევიძინე
უკვე უმაგათოდ ვერ ვძლებ
ვიფიქრე იმდენცალს ვიყიდი
რომ მთელი ცხოვრება
მეყოსთქო
ვიფიქრე ეს სასაცილოცაათქო
მერე ისიც ვიფიქრე
რატო მეწინამღდეგება
საკუთარი თავი
და რატომაა დასამალი ან სასაცილოთქო
ვიგრძენი რომ რაღაცას
ვყევარ შეკუმშული
თითქმის საკუთარი სულიდან
შორს ვცხოვრობ
ბავშობაში ხშირად ვკითხულობდი
ბიბლიის ნაწყვეტებს
საბავშო ვიდეოებს
ფილმებს ბიბლიაზე
წარმოდგენა მქონდა რომ
სამყარო ცოტათი მაინც
ემგვანებოდა სიკეთის ცხოვრებას
აღმოვაჩინე რომ ჩემში
მეორე ადამიანი ცხოვრობს
რომელიც ემორჩილება ადამიანების დადგენილ წესებს
მითითებებს
და ცხოვრობს მათ რითმში
ალბათ ამიტომაც
მოვერიდე თქმას
რომ ისინი ძალიან მიყვარს
და ძალიან შევეჩვიე
გადავწყვიტე იმდენიცალი
ვიყიდო
რომ სიცოცხლის ბოლომდე
მეყოს
გადავწყვიტე ქუჩებში დარგული
ხეები შევიყვარო
გადავწყვიტე მიწა შევიყვარო
სადაც დავდივარ
ეს ჰაერი შევიყვარო
რასაც ვსუნთქავ
გადავწყვიტე მათზე ბევრი
ვიფიქრო
გადავწყვიტე უბრალოებას
სული შეუბერო☔💜
ო.ქ
ს ი ა ხ L O V E
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев