ავტომობილების მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. ამ ცვლილებების თანახმად, დღეიდან, 3 ივლისიდან, ავტომობილების მფლობელებს უფლება აქვთ, შსს-ის თანხმობის გარეშე დაამუქონ მანქანების წინა გვერდითა მინები 60%-მდე. მანამდე ამ მინების დამუქება მხოლოდ 40%-მდე იყო ნებადართული. რაც შეეხება უკანა გვერდითა მინებს, მათი დამუქება კვლავ 75%-ითაა დაშვებული.