🇬🇪 ევროპის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "ბაკურიანი 2025" დასრულდა ფესტივალის ბოლო დღეს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და "ბაკურიანი 2025"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართეს. მათ აღნიშნეს, რომ საქართველომ ზამთრის მულტისპორტულ ტურნირს მაღალ დონეზე უმასპინძლა და საერთაშორისო გამოხმაურება დადებითია. "ბაკურიანი 2025"–ზე საქართველო სპორტის სამ სახეობაში რვა სპორტსმენმა წარმოადგინა. ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული ქართველი მოციგურავე ინგა გურგენიძე გახდა. 📌 ფესტივალი 9–16 თებერვალს გაიმართა. მასში 45 ქვეყნიდან 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
    0 комментариев
    2 класса
    🇬🇪 "მთავარმა არხმა" მაუწყებლობა შეწყვიტა. ამ დროისთვის არხზე ყველა გადაცემა გაჩერებულია. "მთავარი არხის" თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები", ნათქვამია არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
    18 комментариев
    2 класса
    ლონდონში თურქეთის საელჩოს წინ ახალგაზრდა კაცმა ყურანი დაწვა. მისი თქმით, მან ამ სახით გააპროტესტა ერდოღანის პოლიტიკა, რომელიც თურქეთს რადიკალი ისლამისტების ბაზად აქცევს. იქვე გამვლელმა მამაკაცმა, ცეცხლი ჩააქრო და ჩხუბის პროცესში ახალგაზრდა დანით დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მამაკაცი პოლიციამ დააკავა.
    0 комментариев
    4 класса
    🇺🇸🇺🇦USAID უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განადგურებაში მონაწილეობდა ამერიკულმა სააგენტომ 2021-2024 წლებში უკრაინაზე $30,6 მლრდ დახარჯა. ეს USAID-ის მთელი ხარჯების 21%-ია. რაზე მიდიოდა ფული - ამის შესახებ მარია ზახაროვამ ისაუბრა: ▪️უკრაინის მაკროეკონომიკური სტაბილურობის "შენარჩუნებაზე". ამის თაობაზე კითხვები თავად კიევსაც გაუჩნდა. სინამდვილეში ეს კორუფციული სქემაა. ▪️უკრაინის საინფორმაციო ველის გაწმენდაზე. ვაშინგტონის მხრიდან მასმედიის "მხარდაჭერის" შედეგად ქვეყანაში ალტერნატიული მოსაზრება აღარ დარჩა. ▪️უკრაინის სასამართლო რეფორმის რეორგანიზაციაზე. ▪️ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების ცენტრის დაფინანსებაზე. "სწორედ ეს სტრუქტურა თხზავდა რეგულარულად სოციოლოგიურ კვლევებს, სადაც ცრუ მა
    1 комментарий
    0 классов
    🇬🇪 ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად. თბილისის მეტროს პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
    0 комментариев
    0 классов
    🇬🇪 საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სტამბოლში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა EMITT 2025-ზე საქართველოს სტენდთან ქართული ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სტუმრები გაეცნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, ქართულ კურორტებს და კულტურას. სტამბოლში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმა B2B ფორმატის ფარგლებში, საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით, თურქ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს. EMITT 2025-ის ტურისტულ გამოფენას მსოფლიოს 95 ქვეყნიდან 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია, გამოფენაზე 653 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია იყო წარდგენილი. სტამბოლის გამოფენამ 220-ზე მეტ ტუროპერატორს უმასპინძლა.
    0 комментариев
    0 классов
    🇬🇪ქართველმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ, "ბაკურიანი 2025-ზე" ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველი მოციგურავე ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია.
    3 комментария
    3 класса
    🇬🇪 ევროპარლამენტმა "საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ" რეზოლუცია მიიღო, დოკუმენტს მხარი დაუჭირა 400-მა ევროპარლამენტარმა, 63-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 81-მა კი თავი შეიკავა დოკუმენტი ევროპულ სახელმწიფოებს და სტრუქტურებს მოუწოდებს, არ აღიარონ პარლამენტის და პრეზიდენტის ლეგიტიმურობა და რომ "საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მოგვარება შესაძლოა ახალი საპარლამენტო არჩევნებით". ახალ დოკუმენტში გაფართოებულია იმ პირთა სია, რომლებისთვისაც სანქციების დაწესებას ითხოვენ. 📌ევროპარლამენტის რეზოლუციები სიმბოლური ხასიათისაა.
    2 комментария
    2 класса
    🇺🇸🇷🇺პუტინმა ტრამპი მოსკოვში მიიწვია, განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ რუსეთისა და შტატების პრეზიდენტების საუბარი საათნახევარს გაგრძელდა მათ განიხილეს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხი, ირანის ბირთვული პროგრამა და რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქეების გაცვლა. პუტინი დაეთანხმა ტრამპს, რომ უკრაინის საკითხის გრძელვადიანი მოგვარება მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი, განაცხადა პესკოვმა.
    0 комментариев
    1 класс
    🇬🇪 გიორგი მიქაუტაძე - თვის საუკეთესო გოლის ავტორი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული "ლიონის" ქართველი ფორვარდი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის დეკემბერ-იანვრის თვის საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა. საუკეთესოდ აღიარეს გოლი, რომელიც ფეხბურთელმა 8 დეკემბერს ლიგა 1-ის მე-14 ტურის მატჩში "ანჟესთან" გაიტანა. გამოკითხვა საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურ გვერდზე გაიმართა, სადაც ქართველ თავდამსხმელს კონკურენციას უწევდნენ მოსეს საიმონი, ლუკას სტასინი, აგუსტინ ბოაკი და მაგნეს აკლიუჩი.
    0 комментариев
    1 класс
Фильтр
Показать ещё