Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
🇬🇪🇺🇸ფილადელფიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა
ჩამოვარდნისა და აფეთქების ადგილზე რამდენიმე სახლი იწვის.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდნა, ვინ იყვნენ ბორტზე და არიან თუ არა გადარჩენილები.
1 комментарий
3 класса
🇬🇪 დავით მათიკაშვილი: მარკო რუბიოს და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინაში ომის დაწყებისთანავე და დღესაც ერთმანეთს ერთი ერთში ემთხვევა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ომი ის უმძიმესი ცეცხლის რკალი იყო, რომელშიც საქართველოს ჩათრევასაც ცდილობდნენ
მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების პრინციპულმა პოზიციამ დაიცვა საზოგადოება ამ მძიმე შედეგებისგან, რასაც, სამწუხაროდ, უკრაინელი ხალხი თავის თავზე განიცდის, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა.
📌 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ არაკეთილსინდისიერება იყო, რომ ხალხს დააჯერეს, რომ უკრაინა დაამარცხებდა და გაანადგურებდა რუსეთს, რუსეთთან კონფლიქტმა კი უკრაინა 100 წლით დახია უკან.
0 комментариев
0 классов
🇬🇪🎾 ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს
⠀
მერვედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგი არტურ რინდერკნეხი ორ სეტში 6:0 7:6(4) დაამარცხა.
⠀
მეოთხედფინალში ბასილაშვილი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ანდრეი რუბლიოვს შეხვდება.
0 комментариев
2 класса
🇬🇪🥈 ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს
მედლები მოიპვეს
⠀
წყვილმა ჯამში 191.88 ქულა დააგრვა და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა.
⠀
ანასტასია გუბანოვა თავისუფალი პროგრამით საქართველოს სახელით 31 იანვარს იასპარეზებს, ნიკა ეგაძე კი მაყურებელთა წინაშე პირველ თებერვალს წარსდგება. 31 იანვარს შეჯიბრებაში რითმულ ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი იასპარეზებენ.
1 комментарий
1 класс
🇬🇪 თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა
⠀
ანძის ზურმუხტისფრად განათება საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება.
⠀
იანვარში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
0 комментариев
5 классов
🇬🇪🇺🇸 პრემიერი: ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში რევოლუციების მოწყობას
"პირდაპირ დაადასტურა აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული, ამერიკული ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში, ასე იყო საქართველოშიც, რევოლუციების მოწყობას, ქვეყნის არევას, მძიმე სცენარების განვითარებას... ბევრ ქვეყანაში ამ დაფინანსების შედეგი იყო რევოლუცია, იყო ომი და ათასი უბედურება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა გაიხსენა "კანვასის" ტრენინგები, როდესაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ატრენინგებდნენ საქართველოში რევოლუციის მოწყობაში. ამას ხმარდებოდა კონკრეტულად USAID-ის ფული.
1 комментарий
4 класса
🇬🇪⚽️ საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიას "პარი სენ-ჟერმენის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს
გერმანული პორტალი Transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით, მისი საბაზრო ღირებულება 85 მილიონი ევროა.
ლიგა 1-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ხუთეულში მხოლოდ პარიზული კლუბი "პსჟ"-ის ფეხბურთელები მოხვდნენ:
🔸 ხვიჩა კვარაცხელია – 85 მლნ ევრო
🔸 ბრედლი ბარკოლა – 65 მლნ ევრო
🔸 აქრაფ ჰაკიმი – 60 მლნ ევრო
🔸 ჟოაუ ნევეში – 60 მლნ ევრო
🔸 უორენ ზაირ-ემერი – 60 მლნ ევრო
კვარაცხელიამ "პარი სენ-ჟერმეთან" ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის 17 იანვარს გააფორმა.
0 комментариев
1 класс
🇬🇪 🇺🇸 ვაშინგტონში სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier და სამხედრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა
შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა. წინასწარი მონაცემებით, სულ ცოტა 60 ადამიანი დაიღუპა.
მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.