ნაზი მოფერებით მომხვიე ხელები ....
შენი მოსვლა იყოს სითბოს აღმოჩენა...
რაღა სიცოცხლეა შენთუ არიქნები....
ისე ჩამიხუტე სისხლსაც შეერიო...
ჩემმა გულის ძგერამ შენი გააღვიძოს....
უკვე მერამდენე ზამთარს ვეგებები....
ხელები გამითბე, რომ არ გამეყინოს....
ჩემი ოცნებები სადღაც გამიფრინდა...
ბედმა მარტოობის მომცა განაჩენი...
თუკი მზის ჩასვლისას შენთან არვიქნები....
სულ ერთი ყოფილა ჩემთვის დანარჩენი....
ხელი ჩამკიდე და გულში ჩამიკარი....
მიდი დამიმტკიცე შენი ერთგულება...
თუ კი აღარ წახვალ თუკი გეყვარები...
ჩემზე ბედნიერი არვინ მეგულება...
მ.ლ
#მლ
მოდი, ერთი ჩაგიხუტო,
ვიგრძნო შენი ამოსუნთქვა.
გული ღამეს შეეხიზნა,
უშენობით დაორსულდა.
მუქი ცაა ახლა ჩემს თავს,
მზეს ფერები გაუხუნდა.
ყორნებს მიაქვთ ირგვლივ არე,
მტრედები კი ისევ სდუმან.
მწუხრის ცრემლი ცხედარს მაწვიმს,
როგორ ვენდო შავ-ბნელ გუმანს?
აიტაცებს სულს პატრონი
და გაშლიან მწარე სუფრას.
მაგრამ არა! მე ვერ წავალ,
მე ხომ შენი სულით ვსუნთქავ,
დანაბერი შენგან ქარი
ჩემს დამჭვარტლურ ფილტვებს კუმშავს.
მო დი ახლოს, უფრო ახლოს,
ნუ იქნები კარგო გულქვა,
მოდი, ერთი ჩგიხუტო,
ვიგრძნო შენი ამოსუნთქვა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев