ჩემი სამშობლოს ნაწილი,მეც ვარ!მეც,საქართველოს შვილი ხომ მქვია?!მეც,ჯარისკაცის ფარაჯა მეცვა.სულში იმედის ქარები ჰქრიან.
მეც ამიღია ხელში კალამი
და შემიგვრძვნია ლექსის ჭენება.არ მძულებია არა,არავინ!
მეც განმიცდია შემოთენება.
მეც მყვარებია დიადი გრძნობით!ღამის თენებით,ვარსკვლავი ვთვალე.
გულის ნაწილი წაიღეთ,მოდით,
სანამ,ღრუბლები ცაში მომრთავენ..
მეც შემინგრია დარდმა გულ_მკერდი.არ შევეგუე,არ მოვერიდე!მაინც,სიცოცხლის ვარ ალავერდი!წყალნათრევივით,ხავსს მოვეჭიდე..
მეც მიხაროდა,მეც ვიყავ კაცი!
მუდამ სინდისის ქუდი მეხურა.
შეავსეთ ყანწი ღვინით!მეც დავცლი!არ მიცხოვრია ლაღად,მეფურად!
მეც დავიბადე გაზაფხულისას.
მარტის მიწურულს,სიცოცხლის წვეთი!მეც მწამს და მწამდა!
ვუსმენ სულის ხმას.ცხოვრებას ჩემსას,თავადვე ვწერდი!
მეც ვუფრთხილდები განძივით,სინდისს!ცა შევიყვარე,მიწაზე უფრო!მეც შევებმები კაცურად,სიკვდილს,მერე.როცა არ ვიქნები უფრთო.
მამუკა უნგიაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев