გულით არ წყევლის.კეთილთვისებიანია ამ შემთხვევაში.
წყევლისას ხელებს რომ გაასავსავებს,ე,მაშინაა გლახათ საქმე და ფრიად დამაფიქრებელია.არავითარ შეღავათს არ ექვემდებარება..
განააჩენი გამოტანილია მაშინ და გასაჩივრებას,შეწყალებას,არ ექვემდებარება.
გურული ქალი,გულით არასდროს არ წყევლის.ენას იფხანს,ისე.იმ წუთში მოსდის გული და ვულკანივით ამოიფრქვევა.
ძირითადად,ასაკიანმა იცის წყევლა.ახალგაზრდამ კი უფრო გაათანამედროვა და წივილით შემოიფარგლება.კაპასი ენით.
თბილი და კეთილი გული აქ გურულ ქალს.გურული ქალის წყევლა,რომ ჭრიდეს,მაშინ,ზარმაცი და ლოთი ქმრები,დინოზავრივით გადაშენდებოდენ ამდენ ხანს.
ნათქვამია,გურული ქალი მარილივითაა.მის გარეშე გემო აფერს არ აქ!გურული ქალი,ან აგაშენებს,ან,დაგაქცევსო,ხუმრობენ გურული მამაკაცები.
გაუმარჯოს გურულ ქალს.ულამაზესს,კეთილშობილს,ჭკვიანსა და მარიფათიანს.
მამუკა უნგიაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев