Предыдущая публикация
პოეტს რად უნდა ციხე_დარბაზი?!ლექსის ამარა არის პოეტი.ცა,რომ არ იყოს ასე ლამაზი,დედამიწას არ მივატოვებდი.
შეუცნობია ზეცა,ქიმერა.
ცა,ტიტანების დიდი საუფლო.
ჯერ,ვერ ვიმღერე ზეცის სიმღერა.ჯერ,დედამიწის ენით ვსაუბრობ.
ჯერ,ისევ მესმის სიცოცხლის ექო.არის დღე,როცა ვერავის უმხელ.წუთისოფელი ყოფილა ეგ,ხომ.ცა,ვარსკვლავებმა გადაწვეს წუხელ..
სიცოცხლე თითქოს შემომეფეთა.ზმანებასავით ვეღარ ვიცანი.ზეცის ბილიკით მივყვები დღეთა.შელეწილი მაქვს გულის ფიცარი!
წუთისოფელი მედიდგულება.
ხან,მინდორია.ხან,ლაბირინთი.
სანამ მომიწევს მიწის ყურება,
ბედის ვარსკვლავის ნამცეცებს ვითვლი.
ქარტეხილებით არ შევზანზარდი.არ მიცემია მიწა,ტორებით.ცა,რომ არ იყოს ასე ლამაზი,დედამიწას არ მივატოვებდი.
მამუკა უნგიაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев