გთხოვ,მაპატიე სამშობლოვ ჩემო,რომ არ მატყვია გულზე,ჭრილობა.მხოლოდ უსაზღვრო სიყვარულს ვჩემობ.ვერ ჩავიდინე ერთი გმირობა.
შემინდე,თავი ვერ შემოგწირე,ვერც შინდისთან და ვერც,რომ ტამიშთან!მომხდურს მკერდით რომ ვერ შევუტიე,რომ გამხმარ ძარღვში სისხლი დამიშრა.
შენ იცი,შენი ხატება დამაქვს,
სხვა,არაფერი არ მინატრია!
გაბრწყინდე,მეტი ოცნება არ მაქვს.ტკივილმა ზურგში გადამამტვრია..
შემოგევლები სიტყვით და კალმით.სიყვარულიც ხომ დიდი მადლია?!უსამშობლობა,არცერთი წამით!შენი მიწა,კვლავ ერთი ადლია.
დილა,ცვარნამიც კი მიყვარს შენი.ჰაერსაც,შენი იმედით ვსუნთქავ!მწამს,როგორც წყარო,რომ არ დაშრები!შენი სისხლი ჩქებს ძარღვებში სულმთლად.
ო,საქართველოვ,ღვთისმშობლის ხვედრო,დღეში ათასჯერ გადასარჩენო!თუ სიკვდილივით ვერ დაგიბედო,გთხოვ,მაპატიე სამშობლოვ ჩემო.
მამუკა უნგიაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев