ვის დაცემული ვახარებ, ვის ბედნიერი სახითა, რამდენჯერ უნდა გავვოცდე, ამდენ ავ–კარგის ნახვითა?! რაიც მტკიოდა დავწერე, არ დამიფარავს მცირედი, და ასე ვაი–ვიშითა, უფსკრულის პირას მივედი. რამდენ გამოცდას იბარებ, საწუთროვ სავსე შხამითა, ვერაფრით გამაბოროტებ, ჩემის ცოცხალი თავითა. მტკივა თუ გულს უხარია, მაინც მივყვები ბილიკებს, ვიღაცა ახლოს მიღიმის, წავა და შორით ქილიკებს. ამდენ სამიზნედ ქცეული დავდივარ გულდაწყვეტილი, იქნება მალე დაუსვა, ღმერთო ამ ყოფას წერტილი. ვის ბედნიერი ვაწუხებ, ვის ჩემი დარდი ახარებს, დგას ეშმა კაცთა მოძულე, ჩვენი სისუსტით ხარხარებს. ვისთვის სული ვარ უბრალო, ვისთვის მეგობრად ნაფიცი, შენ მიმახვედრე უფალო, ყოველი, რაიც არ ვიცი. რამდენი სევდა ვიწვნიე, გავმხდარვარ ბევრის გამგონე, ვტირი და მავანს ვახარებ, ვღიმილობ მოყვასს ვაღონებ...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев