ამას ვერ გაიგებთ, თუ ეს სიტუაცია თქვენთვის ნაცნობი არაა...ანუ არ ყოფილხართ ემიგრანტი...ხორცით უცხო მიწაზე დააბიჯებ, მაგრამ გული და სული სამშობლოში დაბორიალებს უმისამართოდ....ყველა გენატრება და ყველას ეძებ ...გინდა ჩაეხუტო...დაელაპარაკო გემრიელი ქართულით და მოიგონო იქ გატარებული ყველა დრო, თუნდაც ტკივილიანი წუთები...ასეთი წუთები ხომ საქართველოში ბლომადაა .. ამაზე მეტი ტკივილი რაღაა...ხედავ შენ შვილს უჭირს და ვერ ეხმარები ვერანაირად, თუნდაც ის ,რომ წამალი ჭირდება და წამლის ფულიც არ გაქვს..
აი რატომ ტოვებენ სამშობლოს და მიდიან ლუკმა პურის საშოვნელად უცხოეთში...ტკივილიან და ეკლიანგზაზე.
იციან ია ვარდით მოფენილი არ დახვდებათ...იქ არაფერი და მაინც მიდიან....უკან მოუხედავად.
უცხოეთის მიწაზე დააბიჯებ.. შენს ირგვლივ ყველა და ყველაფერი უცხოა..მიდიხარ ქუჩაში და თითქოს ამ უცხო ხალხში გეჩვენება,რომ ხედავ ნაცნობ სახეს. გახარებული გგონია მიხვალ და მოიკითხავ და უცებ ხვდები,რომ შენ უცხო მიწაზე ხარ.... და მერე იწყება ტკივილიანი მოგონებები...გაგონდება და გენატრება ის ნაცნობი სახე ,რომელიც შენი სულის ნაწილია...ესაა მეზობელი, მეგობარი, ნათესავი და ასე..დიდი რიგი სიისა....
ემიგრანტი მეომარია..რომელიც სულ ფიქრებშია და გამარჯვების იმედს არ კარგავს არასოდეს....და ეს იმედია "გზა სამშობლოსაკენ..
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 12