***********************************
ვიდრე შვილმა გაიციოს გული,
ჩემი ნახვა აღარ ჰქონდეს ნატვრად,
მიჯობს, სმენა დამეკეტოს ყურში,
დედა ვარ და ვერ ავიტან, რა ვქნა.სანამ ჩემი სიყვარული, წრფელი,
გადაცვალოს ბინძურ ქაღალდ-ფულში,
მიჯობს სიტყვა მოკლედ ითქვას გრძელი,
ცხელი ტყვია დავიხალო გულში.მე ხომ ჩემი ჯანმრთელობის ფასად,
სხვისი ქვეყნის ბილიკები ვთელე,
ვიდრე სულის შემინგრევდენ კარსაც,
დააკვირდნენ ჩემ გადაღლილ ხელებს.არ ვუსურვებ ჩემ მოსისხლე მტერსაც,
უმადური გამოადგეს შვილი,
ტყუილებზე იფიცებდეს ღმერთსაც,
დედამისი სულს იჭერდეს კბილით.დაუფასეთ ამაგი და შრომა,
არ ატკინოთ დაჩაგრული გული,
მოეფერეთ, თქვენზე ფიქრობს შორსაც,
ნუ კითხულობთ, როს გჭირდებათ ფული.თუ გაუჩნდა დაბრუნების შიში,
შეაშველეთ საიმედო სიტყვა,
დედის გულის გაციება ფიქრშიც,
დავიწყება შვილებისა ვინ სთქვა.რა ხანია, გულში მაქვს,რომ გითხრათ,
ყურადღებას და მოსმენას ვითხოვ.
დედა გვერდით გეყოლებათ დიდ ხანს,
თუ გაიღებთ თქვენი გულის სითბოს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев