“
ეშმაკს ისე არაფრის ეშინია, როგორც ნაკურთხი ჯვრის, რადგან მან, ვინც ჯვარზეა გამოსახული, ანუ იესო ქრისტემ, გაანადგურა ეშმაკის ძალაუფლება.
წმინდა მამა ეფრემ ასური ამბობს: "ჯვარი აღდგომაა მკვდართა, ჯვარი სასოებაა ქრისტესი, ჯვარი კვერთხია უძლურთა, ჯვარი ნუგეშია გლახაკთა, ჯვარი კედელია მტერთაგან დასაცავი, ჯვარი მამაა ობოლთა, ჯვარი დამმოძღვრელია მართალთა, ჯვარი ნუგეშინისმცემელია მწუხარეთა, ჯვარი მცველია ჩვილთა, ჯვარი გვირგვინია ხუცესთა, ჯვარი ნათელია ბნელთა შინა მჯდომარეთათვის, ჯვარი ქადაგებაა წინასწარმეტყველთა, ჯვარი უბიწოებაა ქალწულთა, ჯვარი სიხარულია მღვდელთა, ჯვარი საფუძველია ეკლესიათა, ჯვარი სიმტკიცეა სამყაროსი, ჯვარი შემმუსვრელია წარმართთა, ჯვარი საცდურია იუდეველთათვის (და საერთოდ, მწვალებელთათვის), ჯვარი უძლურთა ძლიერებაა, ჯვარი მკურნალია და აღმადგენელია ავადმყოფთა, ჯვარი პურია მშიერთა და წყალი მწყურვალთა. ჯვარი ყოველივეა ყოველთათვის....ჯვრის ძალა გფარავდეთ მუდამ♡ ამინ❤
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 59