თხოვნით მიმართავს..სრულიად საქართველოს და ყველა ემიგრანტს..რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით...
მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება მისი უწმიდესობის - რომის პაპ ფრანჩესკოს - საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით; პირველ რიგში მინდა მივულოცო ყველა კათოლიკეს მათი ეკლესიის მწყემსმთავრის სტუმრობა. ყველაზე კარგად ალბათ ჩვენ გვესმის თქვენი სიხარულის. ჩვენი სამრევლო, რომელიც იტალიის ქალაქ ბარიში მდებარეობს, ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიისა და სასულიერო პირების თანადგომით სტაბილურად აღვასრულებთ ლოცვებს კათოლიკურ ტაძარში, სადაც მდებარეობს წმინდა ნიკოლოზის საფლავი.
ჩვენს სამრევლოს ხშირად სტუმრობენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქები, წმინდა სინოდის წევრები, მოძღვრები. ჩვენი მასპინძლები გამორჩეულები არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობითა და ზრუნვით ჩვენ მიმართ. ხოლო როცა ჩვენ კიდევ ვინმე გვსტუმრობს, მაშინ განსაკუთრებულ პატივისცემას იჩენენ, პირადად მილოცავენ და მეკითხებიან, ერთად რით ვცეთ პატივი და როგორ გავულასპინძლდეთ.
გასულ წელს ბაზილიკის წინამძვარმა ჩვენს უწმიდესს ჩემი ხელით გაუგზავნა თხოვნა, რომ ჩამობრძანებულიყო ბარიში და წმიდა ნიკოლოზის ბაზილიკაში შეხვედროდა თავის მონატრებულ მრევლს.
მე ვფიქრობ, ჩვენი სამშობლო და ხალხი, რომელიც გამორჩეულია სტუმართმოყვარებით თავს ვისახელებთ და სტუმართან, რომელიც ათასობით ქართველისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კეთილი და სიყვარულითა და ზრუნვით სავსე მასპინძელია, თავს არ შევირცხვენთ.
ასევე, მინდა მივულოცო ჩვენს სამშობლოს, საქართველოს, ისეთი მაღალი რანგისა და გავლენის სტუმრის ჩამობრძანება, როგორიც მისი უწმიდესობა რომის პაპია, რადგან ის გახლავთ უპირობო მხარდამჭერი საქართველოსი და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა, ასევე თანამდგომი ქართული ეკლესიისა და მათი სულიერი შვილებისა საზღვარგარეთ.
გილოცავთ მისი უწმიდესობის - რომის პაპ ფრანჩესკოს - ვიზიტს საქართველოში.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 29