😂
მა ესენი ვინ არიან?
შეხედეთ ამათ დარბაისლურ სახეებს, გამომეტყველებას, დადინჯებულ ჯდომას, ფეხზე ფეხის გადადებას, ტაშის ცემას.
აი, თქვენგან მარცხნივ ჟღალი ქალი რომ ზის, თუ არ ვცდები, რეჟისორია, მის ზეშთაგონებულ გამომეტყველებას დააკვირდით (დაკვირვებაც არ უნდა), თუ გაინტერესებთ, როგორი იყო მეფე თამარი, არქივებში აღარ იქექოთ, ზუსტად აეგეთი უნდა ყოფილიყო. ახლა არ მითხრათ, თამარი ჟღალი არ იყო-ვო. აუფ, ხან ისე მსჯელობთ, გეგონება მის კარზე ისხედით ფეხებმორთხმულები და ბროწეულს მიირთმევდით.
😂
მაგის გვერდზე რომ ზის, ტაშს რომ უკრამს დარბაისლურად, ეგ მომღერალ თამარას მიბრუნებული ქმარია. მიბრუნებული რა, მაგან იგეთი გმირობა ჩაიდინა, მადამ პღეზიდანმა უნდა დააჯილდოვოს გორგასლის ორდენით. დიახ, ეგეთ რამეს მარტო გორგასალი თუ ჩაიდენდა - ,,ქოცებში'' გაქსუებული ცოლი ,,ნაცებში'' გადაათრია და თავის ჭკუაზე დააყენა. ეგ კი არა, ელჭიპიტების ფანადაც კი აქცია.
თუ გაინტერესებთ, როგორი იყო ვახტანგ გორგასალი, დროს ნუღარ დაკარგავთ არქივებში ქექვით, აეგეთი იყო!
😂
შემდეგი, ცოტა მოსუქებული როა, ეგ ანზორ ერქომაიშვილმა გაზარდა, სიმღერა ასწავლა, დააფრთიანა, კაი სამსახურიც უშოვა, მაგრამ იმდენად თავისუფალია, იმდენად პატრიოტია, რომე გამზრდელს მიუტრიალდა და... რა ვიცი, ერთი დედა არ უგინებია, დანარჩენი ყველაფერი აგინა. არ ვიცი, შეიძლება დედაც აგინა, მაგრამ მეგობრებო, ნუ განვსჯით, ჯერ ერთი, ეს იყო მამათა და შვილთა ბრძოლა, მეორეც - როცა სამშობლო გტკივა, სწორედაც რომ გამზრდელს უნდა აგინო... აბა, სხვა ვის? განა არ არის ბრძნული ნათქვამი, დედასაც მოვლავ, მამასაც მოვკლავ, თუკი პარტია მიბრძანებს ამასო?
თუ გაინტერესებთ, როგორი იყო გულანთებული პავლიკა მოროზოვი, არქივის მტვერი აღარ ყლაპოთ, ის თქვენს წინაშეა, ოღონდ უფრო დაღვინებული.
😂
ესა? მერაბა? ამაზე რაღა უნდა გითხრათ? გამომეტყველებითა და ჟესტიკულაციით, მიხვრა-მოხვრით ისე დაემსგავსა მიშა სააკაშვილს, მე პირადად ხშირად მეშლება ხოლმე და განა ეს ცუდია? ხომ შეიძლებოდა, მიშას კი არა, ჟან-ჟაკ რუსოს დამსგავსებოდა?
განა ჟან-ჟაკ რუსო შეუხედავი იყო? სულაც არა, მაგრამ მერაბა რატომ უნდა დამსგავსებოდა კაცს, რომლის გვარიც არის რუსო, ანუ ოკუპანტი?
დიახ, ვისაც მერაბა უნდა დამსგავსებოდა, სწორედ იმას დეემსგავსა, პრობლემაა, ძმაო?
😂
ვიცი, მეგობრებო, რომ ვატრაკებ, თქვენი შეხსენება არ მჭირდება, მაგრამ ერთი რამე გაითვალისწინეთ - ეს არი ნამდვილი ევროპიული ,,ინტლიგენცია''!
ვაი, ამათ პატრონს!
სად ჰყავთ პატრონი, მაგრამ მაინც!
არა, ნახეთ, როგორ დარბაისლურად სხედან!
😆
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 13