2004 წლის 1 სექტემბერს შეიარაღებულმა მოიერიშეებმა ათასზე მეტი ადამიანი აიყვანეს მძევლად ქალაქ ბესლანის ნომერ 1 საშუალო სკოლაში.
რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბესლანის 1 სკოლას 17 ბოევიკი დაესხა თავს, მათ შორის არიან როგორც მამაკაცები ასევე ქალები. როგორც მინიმუმ ორ ქალს ე.წ. შაჰიდის ქამრები აქვთ. დროთა განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ ბოევიკთა რაოდენობა არა 17 არამედ 20-25 ადამიანია.
სკოლის შენობაში შესვლისთანავე ბოევიკებმა შენობის ყველა გასასვლელთან ბარიკადები ააგეს და კარები ჩახერგეს. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ისინი მოლაპარაკებებზე არ გამოდიოდნენ და საზოგადოებისათვის უცნობი იყო მათი მოთხოვნები.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა ასევე ის, რომ ბოევიკებმა სკოლის სპორტული დარბაზი დანაღმეს და ბავშვები იქ შეყარეს.
დანაღმული იყო ასევე სკოლის შენობის შემოგარენი. ტერორისტებმა განაცხადეს, რომ როგორც კი ხელმძღვანელობა სკოლის შენობის შტურმით აღების ბრძანებას გასცემდა ყველა ნაღმს აამოქმედებდნენ და ყველაფერს ააფეთქებდნენ. სკოლის შენობის ყველა ფანჯარასთან ტერორისტებმა ცოცხალ ფარად ბავშვები ჩაამწკრივეს.
მას შემდეგ, რაც ბოევიკებმა სკოლის შენობა ,,აითვისეს" და ყველა მძევალი,,საჭირო ადგილას დააბინავეს" ფანჯრიდან გადმოაგდეს ვიდოფირი და წერილი სადაც სავაუდოდ მათი მოთხოვნები იქნებოდა ჩამოყალიბებული.
ვიდეოფირი ცარიელი აღმოჩნდა, წერილში კი ეწერა, რომ ტერორისტები ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩეჩნეთიდან რუსული ჯარის გამოყვანას, ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტთან ალესანდრე ზასოხოვთან, ინგუშეთის ხელმძღვანელთან მურატ ზიაზიკოვთან და ბავშვთა გადაუდებელი ქირურგიული ცენტრის დირექტორთან ლეონიდ როშალთან შეხვედრას ითხოვდნენ.
როშალი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბოევიკებთან 2002 წელს, მაშინ როდესაც მათ დუბროვკაზე თეატრალურ ცენტრში მძევლები აიყვანეს.
ატერორისტები ასევე ითხოვდნენ იმ ბოევიკების გათავისუფლებას, რომლებიც ინგუშეთში სახელმწიფოებრივ ობიექტებზე თავდასხმის გამო ჰყავდათ დაპატიმრებული იმავე წლის 21-22 ივნისს.
ტერორისტებმა ასევე განაცხადეს, რომ ყოველ მოკლულ ტერორისტზე 50 მძევალს დახოცავდნენ, დაჭრილზე კი 20-ს.
ყველა სხვა ოფიციალურ პირთან მოლაპარაკების გამართვაზე ტერორისტები უარს აცხადებდნენ. მოგვიანებით მათ თავად დაასახელეს ტელეფონის ნომერი და განაცხადეს, რომ მხოლოდ ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტს, ინგუშეთის ხელმძღვანელსა და დოქტორ როშალს დაელაპარაკებდნენ.
1 სექტემბერს დაახლოებით 16:00 საათზე სკოლის შენობაში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, მაგრამ კონკრეტულად რა მოხდა იმ დროს ან ვინ აფეთქდა დღემდე უცნობია.
დაახლოებით 20:00 საათზე ტერორისტები თავად დაუკავშირდნენ შტაბს და წყალი და სასმელი მოითხოვეს. მაშინ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენებმა განაცხადეს, რომ კონტაქტი იმდენად მოკლე დროის იყო, რომ მათ სკოლის შიგნით არსებული სიტუაციის დადგენა ვერ შეძლეს. ამავე დროს სამართალდამცავები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტერორისტები ბავშვებს "მეტ-ნაკლებად" ნორმალურად ეპყრობოდნენ.
შტურმი...
ტერორისტების ქმედებებმა, რამდენიმე ბოევიკის ხელში ჩაგდების ცდუნებამ და ძალიან ცუდად ორგანიზებულმა "სამაშველო ოპერაციამ" ოფიციალური მონაცემებით 334 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,... მათ შორის, ასევე ოფიციალური მონაცემებით 186 ბავშვის... 700 ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაიჭრა...
დღის ბოლოს ქალაქ ბესლანში წვიმა წამოვიდა...
ყოფილი მძევლები და სხვა თვითმხილველნი დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ესოდენ დიდი მსხვერპლი იმითაა გამოწვეული, რომ რუსებმა სკოლის შტურმის დროს მძიმე შეიარაღება გამოიყენეს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6