ჩვენს საზოგადოებაში ყველა დარწმუნებულია, რომ შველა ჩვენ ერთ მშვენიერს დილას ჩამოგვიფრინდება, ისე, რომ თვითონ ხელის განძრევაც არ დაგვჭირდება.
მტერმა კი არ დაგვცა, ჩვენმა სარწმუნოების დაკარგვამ წაგვახდინა, აღარ გვწამდა საკუთარი თავი, უცხოეთი კი ჩვენს თვალში რაღაც უზენაეს ქმნილებად იხატებოდა.
უცოდინრობაა ჩვენი მომრევი და არა მრავალრიცხოვანი მომხდური, ერთმანეთს შევესიეთ და შევაკვდით, ერთმანეთი მიწასთან გავასწორეთ, მტერ-მეზობელი კი შორიდან თვალყურს გვადევნებს და ლოცულობს: წამკიდებელი წაკიდე, ორივეს თავი წაწყვიტეო!
მოდიოდნენ ჩვენში მეთაურად ვიღაც სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები. არავინ იცოდა ვინ იყვნენ, საიდან მოსული, რა რჯულის ან აზრის, სახელი რა ერქვათ, გვარი მათი რა იყო, როგორი წარსული ჰქონდათ. ამბოხება დავიწყოთო - დაიძახებდნენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, როგორც თხას - ცხვრის ფარა. ჭკუაში არავის მოსვლია, მოეთხოვა მათგან ან ცოდნა, ან ახსნა, ან სიმტკიცე. იფარფაშებდნენ, სანამ გასაჭირი არ მოახლოვდებოდა და მაშინ კი მოქუსლავდნენ და გაჰქრებოდნენ.
გინახავთ სადმე სხვა ერი, ასე მჩატედ რომ გაჰყოლოდეს პროვოკატორს?''
/ნიკო ნიკოლაძე/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев