ამ ოდნოს ვეღარ ვნებდები,
მწვანედ იმდენ ხანს ვანთივარ,
სანამ არ გამოვშტერდები.
ავტვირთავ ახალ ფოტოებს,
ვარ ლაიქების ლოდინში,
ღამეს საიტზე ვათენებ,
მერე დღე ვგდივარ ლოგინში.
პოსტებს პოსტებზე ვაქვეყნებ,
გავაზიარე ბმულები,
გოგლიდან დავაკოპირე
შენთვის წითელი გულები.
ფოტოზე გიწერ კომენტარს:
.ვა, რა გოგო ხარ დავეცი,
სანამ ლეპტოპი გავთიშე,
მიდი პასუხი გამეცი.
ვიდეო ვნახე უთუბზე,
დაგთაგე, ხომ არ გეწყინა?
ცუდი განზრახვა არ მქონდა,
მინდოდა ბევრი გეცინა.
სტატუსით გიხსნი სიყვარულს,
სახელს არ ვაწერ, ვინა ხარ,
მალევე უნდა წავშალო,
სანამ მოხვალ და გინახავს.
უი, აქ ხარ და არა მწერ?
აჰ, ესე იგი მღალატობ!
შენ თუ გგონია ვიდარდებ,
დღესვე ლისტიდან გაგაქრობ.
ფასვორდად შენი გვარი მაქვს,
მაილად ძველი ნომერი,
უკვე იმდენჯერ შეცვალე,
ვეღარ ვიხსენებ რომელი.
წადი რა, ნუღარ მაბოლებ,
რა ვირუსივით შემიჩნდი,
შენს გამო ჩათი გავთიშე,
პროფილსაც ხომ არ შევიცვლი!
ჯგუფში რამდენ ხანს შემოვრჩი,
აქ ყოფნაც ამომივიდა...
გაზზე კარტოფილს ვხარშავდი,
შემწვარი გამომივიდა.
აი, რა დღეში ჩამაგდო
ამ ოდნოს ჯგუფის მანიამ,
ჩემი სკლეროზის ამბავი
სულ ამ საიტის ბრალია.😂😂😂😂😂
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2