Предыдущая публикация
თქვენს გამარჯვებას, ვეფხვებო, მოელის მთელი ერი,
ეს ის ერია, ვინც ომში დამარცხებისას მღერის,
მერე რა თუ არ გვიმართლებს,
ხანდახან დაგვსჯის ზენა,
ფრთებშეჭრილ არწივს ვერასდროს ვერ გადააჩვევ ფრენას!
ქართველს ვინ უნდა ასწავლოს გამარჯვებისთვის ბრძოლა?!
ერთ მგელს ვერაფერს დააკლებს ლეშიჭამიას ხროვა
და თუ დამარცხდით- გახსოვდეთ- თქვენ საქართველო გელით,
სიყვარულით და ღიმილით, ფართოდ გაშლილი ხელით!
თქვენ გენაცვალეთ, ვაჟებო,
ალგეთელ მგლების მოდგმავ,
ყურად ნუ იღებთ ვიღაცა "გულშემატკივრის" ბოდვას,
თქვენ საქართველოს მედროშე, მეწინავე ხართ რაზმი,
გფარავდეთ მადლი სამების, სვეტიცხოველის, ზარზმის!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5