Предыдущая публикация
მიყვარხარ ძლიერ, როგორც არასდროს.
შენს ლაღ თვალებში ჩავიძირები,
შენმა ამბორმა გული გაალღო.
მიყვარხარ ჩუმად, ჩემად გიგულე
და შენმა კოცნამ დარდი გააქრო.
შენი სიტყვები ვერაფერს შეცვლის,
შენი თვალები ყველაფერს ამბობს.
ვიცი სიყვარულს დამალვა უნდა,
მაგრამ თვალებმა გაგყიდა მარტო.
როგორ დამალავ თვალებში სითბოს
და ამ სიყვარულს, ჩემს გულს რომ ათბობს.
კვლავ შენს თვალებში ჩავიძირები,
შენს გულს მოვუსმენ, ჩემით რომ ხარობს.
ზოგჯერ სიტყვებით არ ითქმის გრძნობა,
შენი ალერსი ყველაფერს ამბობს...
11.09.2020
მზია კაპანაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5