Предыдущая публикация
ჩემი სავალი გრძელია.
იქ წიგნი უნდა მოვძებნო,
სადაც რომ ჩემზე სწერია.
მწერალთან უნდა მივიდე,
ვკითხო,რატომ წერს დარდიანს.
ჩემი დღეები ნაცრისფერ,
ბილიკზე რატომ დადიან.
ანდა, სანამდის აქა ვარ,
რიღასთვის მაცოდვილებსა.
ავი იღბალი ჩემს გულზე,
ბასრ კბილებს რატომ ილესავს.
ვინიცის იქნებ გავიგო,
რისთვის ვისჯები იმისთვის,
რის ჩადენასაც არასდროს,
არ დამანებებს სინდისი.
მიწაზეც ვერ დავბრუნდები,
ნაწყენი,არსად დამტოვებს
და ჩემს ნასესხებ სიცოცხლეს,
მევალე დაიმარტოვებს
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 56