Предыдущая публикация
არმინდა ნდობა გადაიქცეს ქვიშად და ნაცრად.
ნუ მოიტყუებ,რაც არუნდა მოხდეს,არცკი ღირს...
სიმართლე არის ბრილიანტი, ყველაფრის ნაცვლად.
არმინდა ქარმა გაიყოლოს ყველა პირობა...
არმინდა წვიმამ დაამსხვრიოს ნდობის სასახლე...
"არ ატყუებდე არასოდეს"- ნიშნავს გმირობას,
სიმართლე მზეა,სინათლეა,გულს რომ ახარებს.
და მაშინ როცა,არ გამოვა რაღაცა სწორად,
შენ მაინც თვალი გამისწორე,არ მეწყინება!
კი, შეიძლება,რომ ეს გული გაიყოს ორად,-
მაგრამ, სიცრუის ლახვარივით არ მეტკინება.
ია ნანეიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 11