მეტეოროლოგებმა "განკითხვის დღის ღრუბლების" არსებობა აღიარეს
მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ასოციაციამ ოფიციალურად აღიარა იშვიათი ტიპის ღრუბლების არსებობა, რომლებიც ცნობილია სახელწოდებით "asperitas" (ტალღოვან-ბორცмოვანი), ხოლო მათი ხალხში გავრცელებული სახელწოდებაა "განკითხვის დღის ღრუბლები" მას ღრუბლების საერთაშორისო ატლასში შეიტანა.ეს ღრუბლები დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ისინი არავის შეუსწავლია და არ აღუწერია. ამ სახის ღრუბლები გამოირჩევა იმით, რომ ხშირად უცნაურ და საშიშ სახეს იღებენ, მაგალითად ადამიანის ან ზებუნებრივი არსების სახეს, რაც ცრურწმენების და კატასტროფების მოყვარულებში შიშს იწვევდა. მათ "განკითხვის დღის" ან "უცხოპლანეტელების გამოჩენის" ნიშნად მიიჩნევდნენ. სწორედ ამიტომ ეწოდა მას მეორე სახელწოდებად "განკითხვის დღის ღრუბლები".ასევე აღსანიშნავია, რომ მკვლევარების მტკიცებით, ამ სახის ღრუბლებს როგორც წესი ქარიშხალი და კოკისპირული წვიმები არ მოჰყვება ხოლმე. თუმცა 2015 წელს, ხაბაროსვსკში, ამ ღრუბლებს ფაქტობრივად ტროპიკული წვიმების მსგავსი ნალექი მოჰყვა. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ღრუბლები იმიტომ არის ნაკლებად შესწავლილი, რომ ისინი 21-ე საუკუნეში უფრო ხშრად ჩნდება,მ ვიდრე გასულ საუკუნეებში.ამ ღრუბლების ცალკე სახეობად გამოყოფის და მსოფლიო ატლასში შეტანის საკითხი პირველად 2009 წელს ამერიკელმა მეტეოროლოგმა მარგარეტ ლემოუნმა დააყენა, მას მხარი დაუჭირა მოყვარულმა მეტეოროლოგმა, ინგლისელმა მწერალმა გევინ პრეტორ-პინეიმ. თუმცა, მათი მოთხოვნა მხოლოდ წელს დაკმაყოფილდა.მათ გარდა ღრუბლების ატლასში კიდევ 11 ტიპის ღრუბლები იქნა შეტანილი.
Комментарии 2