პატარავ,იცი რა ძვირია ეს ნომერი? მიეალერსა მას სასტუმროს დირექტორი და თავზე ხელი მოუთათუნა.პატარამ ჯიბეები ამოაბრუნა და სამასი დოლარი მაგიდაზე დააწყო სასტუმროს გაოცებული მოსამსახურეების თვალწინ. მერედა რად გინდა ეს ნომერი, ამაღამ ხომ შობა თენდება? მშობლები ინერვიულებენ — უთხრა დირექტორმა.
მე მალევე წავალ სახლში,მიუგო პატარამ, ნომერში კი აი ამ ხატს დავტოვებ ერთი ღამით. გაოცებულმა დირექტორმა მზერა ხატს მიაპყრო. იცით — განაგრძო საუბარი ბიჭუნამ—უფალი ღამის სიცივეში დაიბადა გამოქვაბულში, ყველაზე ღარიბ ადგილზე,
მე მინდა რომ თუნდაც ერთხელ მაინც მან ეს ღამე თბილად გაატაროს, რომ ზამთრის სუსხმა და გამოქვაბულის სიცივემ ამ ერთხელ მაინც არ შეაწუხოს. ჩვენ ეხლა ყველანი სუფრას მივუჯდებით ჩვენს თბილ სახლებში, მისი შობის აღსანიშნავად, ის კი გამოქვაბულის სიცივეში მარტო დარჩება.
გეხვეწებით, მომაქირავეთ ეს ნომერი, აგერ თანხაც აიღეთ, რომელსაც მთელი წელი ვაგროვებდი." თვალაცრემლებული დირექტორი მოეხვია პატარას და უთხრა—შვილო შენ უკვე გაათბე უფალი შენი თბილი და მოსიყვარულე პაწია გულით. ეს საუკეთესო სითბოა მისთვის. სასტუმროს ნომერს კი უფასოდ გითმობ, ყოველთვის, ყოველ წელს, შობა ღამეს, ეს ნომერი შენთვის და უფლისთვის იყოს მანამ, სანამ ამქვეყნად ვიქნებით ჩვენ ორთავენი. <3 <3 <3
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4