ვერას
დაგიშლი მე ხომ თავად შეცდომით მოველ.ვერც სხვას დავუთმობ თუნდ ცხოვრებამ არც მე მარგუნოს.ვერსად გიპოვნი თუ წახვედი და მიმატოვე მიტოვებამდე უნდა შეძლო მოსვლა ჩემამდე მე ვერ მოგივლის თუ შენ თვითონ არმიპატრონე და თუ წახვედი მე ვერასდროს მოვალ შენამდე რომ აგატირო მეშინია შენი ცრემლების ვიცი სამყარო დამექცევა თავზე გოდებით.რომ გიღალატო მეშინია შენი ღალატის რადგან სინდისი სულს ამძიმებს როგორც ლოდები რომ გაგეპარო შუაღამით მთვარის ნათელში რომ შევეწირო სამსხვერპლოზე ჩადენილ ცოდვებს ან იქნებ გიმტრო გაგამწარო ამოგიჩემო იქნებ ხატის წინ დაჩოქილი ვეწვიო ლოცვებს ან მარტოობის მწველი გრძნობა გაგაგებინო და მონატრებულს ქაჯეთიც კი აგაგებინო იქნებ იმედის იმედობა დაგაკარვინო მერე მოვიდე და უეცრად გადაგარჩინო იქნებ სიცივით გაყინული აღარ გაგათბო მერე კი ღამე ვნებითა და კოცნით დაგახრჩო იქნებ შენს თვალწინ საშინელი სცენა გავმართო და ატირებულს ჩაგეხუტო გული გაგანდო
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев