- ჩამოშლილი უჯიხვო კლდეა,
ქალი უკაცოდ- ამორძალი უსამოსელო,
უმამაკაცოდ ქალი სევდის უღრანი ტყეა,
ნაზი ყლორტია,სულ ყველას რომ უნდა -მოცელოს!
ქალი უკაცოდ- აწვერილი ყვავილი ქვაში,
საგულდაგულოდ ჩაკეტილი სურვილის კარი,
ქალი უკაცოდ- სამოთხიდან ევაა ვაშლით,
ხანდახან წყეულ დემონთათვის სამსხვერპლო კრავი.
უკაცოდ ქალი- უნუგეშო უფსკრულის ქიმი,
ღრუბლიან ღამეს ცივ ვარსკვლავის ობლად ციმციმი,
უკაცოდ ქალი?!-საიდუმლო ჯოკონდის ღიმის,
გოლგოთის კიბე, გასავლელი, ჯვარის სიმძიმით..
ქალი უკაცოდ?!-მზის სხივია ერთი ობოლი,
უსიყვარულო გრძელ ღამეში სამრეკლო ლოცვის,
უმამაკაცოდ ფერმიმქრალი ხმელი ფოთოლი,
ტაბუდადება ცეცხლწაკიდულ სულის და ხორცის..
ქალი უკაცოდ?- დასკდომაა ძუძუს კერტების,
დაუოკარი მხურვალება ტანზე ხანძარის,
- და მაინც დიდი ერთგულება ეულ გედების,
სიწმინდით ცამდე აზიდული თმენის ტაძარი.
უკაცოდ ქალი დამწყვდეული ბოთლში ჯინია,
გადარეული სურვილების შლეგი მორევი,
ბახალასავით უმწეოსაც არ ეშინია,
უმამაკაცოდ სუსტი, მაინც ქვეყნის მომრევი!!!
ნუ გაიკვირვებთ, უადგილოდ ,ზოგჯერ თუ მკაცრობს,
ხმალამოღებულ მეომარს ჰგავს, ხშირად, - აბჯრიანს,
კაცებს ვგულისხმობ,როცა ვამბობ ქალზე უკაცოდ,
მარტოობაც სჯობს ზოგიერთ კაცს,- კაცს გააჩნია!!!
უკაცოდ ქალი საკბილოა მაცდურ ჭილყვავთა,
თვითონაც მზერას შეგაფეთებს და მთელ სულს გაცნობს,
არ მიატოვოთ, ვინც გიყვართ და ვინაც გიყვარდათ,
ხელს ნუ გაუშვებთ!- აფსუსია, ქალი უკაცოდ!!!... ..
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев