მეგობრობა - უანგარო, ნამდვილი,
თუ კი მიყვარს, ვერასოდეს ზურგს ვერ ვაქცევ,
გულში მხოლოდ სიკეთის მაქვს ადგილი❣️
გასაჭირში არავის არ მივატოვებ,
ვიცი ზოგჯერ აღარ არის მარტივი,
შენი ლუკმა სხვასაც უნდა უწილადო,
ღვთის წინაშე უნდა იყო ნამდვილი...
ოცნებები? - სულ უბრალო-
რაც კი მინდა,
ერთი ფუნჯით შეიძლება დახატვა:
სიმყუდროვე, მთის სახლი და გვირილები,
მზის ამოსვლას ვდარაჯობდე ხანდახან☀️
სხვების ნდობა - ეჭვგარეშე, ასე ვიცი,
რასაც მეტყვი, დაგიჯდრებ ალალად,
მომატყუებ? - გული ისე მეტკინება,
მერე არ მსურს “მატყუარის” ატანა)
დამარცხება - არც თუ ისე იოლია,
ჩემს დაცემას ალბათ “მტერი” ვერც ნახავს,
სუსტი ვიყო? - არა! სულაც არ მგონია,
მე ცხოვრება მაძლიერებს თანდათან....
❣️❣️❣️❣️❣️❣️❣️❣️
სიყვარული- უპირობო, ასე ვიცი,
მეგობრობა - უანგარო, ნამდვილი,
თუ კი მიყვარს, ვერასოდეს ზურგს ვერ ვაქცევ,
გულში მხოლოდ სიკეთის მაქვს ადგილი.
დიკა სალაყაია
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4