Предыдущая публикация
რაც უნდა მოხდეს თუნდა ავდარმა,
სულ წაგიშალოს დარი მზიანი,
იწვიმოს ,თუნდა ცა ჩამოიქცეს,
არ ჩაკლა შენში ადამიანი.
ამინდი მარტს გავს ცვალებადია,
ავდარს შეგიცვლის ისევ მზიანი,
არ გაცოცხლდება დაიმახსოვრე,
შენში თუ მოკვდა ადამიანი.
უნდა იცოცხლო,უნდა იღვაწო,
გზა გქონდეს თუნდაც ნარ -ეკლიანი,
ყველა სიძნელეს გაუმკლავდები,
თუ შენში ცოცხლობს ადამიანი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3