კარი ალბათ გავიჯახუნე, არ მახსოვს. საერთოდ როცა ჩხუბში გადაიზრდებოდა ჩვენი კამათი ვცდილობდი გავრიდებოდი. მაშინაც ასე მოხდა. მერე თვეების მერე გავიგე ყველაფერი...
იმ ღამით სახლში აღარ დავბრუნებულვარ. არც მას და არც საკუთარ თავს არ ვაბრალებდი რაც ხდებოდა ჩვენ გარშემო. ვაბრალებდი გარემობას, ვაბრალებდი ღმერთს, ვაბრალებდი სამყაროს, მაგრამ გულის სიღრმეში, იქ სადაც თავად გიჭირს დამალულის მიგნება, იქ ჩახედვითაც რომ ვერ ზომავ სიღრმეს ყოველთვის ვიცოდი რომ მე ვიყავი დამნაშავე, რომ მე მიმიძღვოდა ბრალი ყველაფერში. არჩევანი... საჭირო დროს და საჭირო ადგილას ვერასდროს ვახერხებდი ყოფნას. არჩევანსაც ვერასდროს ვაკეთებდი სწორს...
გადავწყვიტე დაღლამდე მევლო ფეხით, თუმცა იმ დაღლას არ ვგულისხმობ რასაც დაღლილობას ვეძახით ადამიანები. გადავწყვიტე სანამ არ დავეცემოდი მუხლებზე მანამ არ გავჩერებულიყავი.
დავდიოდი და ვფიქრობდი. გაუჩერებლად ვფიქრობდი. ისეთი სისწრაფით ცვლიდნენ კადრები გონებაში ერთმანეთს აღქმა მიჭირდა. სურნელი... ვერ ვიშორებდი მის სურნელს. ის ყველგან იყო. როცა მისგან დამალვა მსურდა, როცა მისგან გაქცევის სურვილს ვერაფერს ვუხერხებდი მაშინაც კი მისი სურნელი არ მაძლევდა მოსვენებას. მოტკბო, ოდნავ მძაფრი და გრილი სუნი, რომელიც ახერხებდა ჩემი გონების არევას და სულში ჩასახლებას არასდროს მანებებდა თავს...
მე ის გაგიჟებით მიყვარდა... მე მას დღესაც ვეძებ და მაშინაც ვეძებდი როცა მისკენ ზურგით შევტრიალდი.
ჩვენ ვერ შევძელით ისეთი ძლიერები ვყოფილიყავით რომ სამყაროს შემოთავაზებული ამოცანები ამოგვეხსნა, რომ დაბრკოლებებს გავმკლავებოდით, რომ ბარიერები, რომ საზღვრები არაფრად მიგვეჩნია... კი ჩვენ დავტოვეთ ის განზომილება რომელიც სუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდა, თუმცა უფრო მძიმე, უფრო რთულ განზომილებაში შევაბიჯეთ..."
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1