Предыдущая публикация
ნუ განიკითხავ! ან შენ ვინ გკითხავს?!
ნუთუ ცოტა გაქვს შენი ცოდვები?!
უფალი მხოლოდ შენსას მოგკითხავს,
სხვისი ცხოვრებით ნუ გაოცდები!
სხვის ცხოვრებაში ყველა ბრძენია,
საკუთარ ნაკლს კი ფრთხილად მალავენ...
მონდომებით და მაინც მზაკვრულად,
სიძულვილსაც კი ვეღარ ფარავენ!
სხვა შეცდომაში თუკი მახილე-
შენგან კრიტიკა ვითომ სწორია?!
ვინც ცდება,მასზე დიდი ცოდვა რომ,
მთქმელს აქვსო,-ეს არ გაგიგონია?!
ან შენ რა იცი სხვისი წუხილი-
თუკი შურისგან შენთვის სულ ბნელა!
სხვის ცხოვრებაში ცუდად ჩარევა-
მოგვეკითხება გვახსოვდეს ყველას!..❤️
ია ნანეიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев