🔴 გაპოლიტიკურებული ვიდეო სოცქსელებით გავრცელდა ვიდეო, რომელმაც ხალხს პოპულარული ქართული ფილმი „ქვევრი“ გაახსენა. ვიდეოში ჩანს, რომ ქვევრში „ოცნების“ მასურიანი ბიჭი გაიჭედა და ვეღარ ამოჰყავთ. ჰოდა, ვიღაც-ვიღაცებმა ეს სასაცილო ვიდეო უეცრად „ოცნების“ საწინააღმდეგო პოლიტიკურ პერფორმანსად აქციეს. გამორიცხული არაფერია, მაგრამ მაინც მგონია, რომ „ოცნების“ მაისურიც შემთხვევით აცვია ქვევრში გაჭედილს და 6-ნომრიანი წითელი შორტიც მის თავზე მდგომს (ეს ნომერი „ევროპელი დემოკრატებისაა“ არჩევნებში). თავად ნახეთ:
    0 комментариев
    0 классов
    🔴 პრეზიდენტის აღიარება და გაფრთხილება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფბ-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ის „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერ ოთხ პარტიაზე საუბრობს. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების შემდეგ ისევე გაუჭირდებათ ერთმანეთთან ურთიერთობა, როგორც ქარტიაზე ხელმოწერა უჭირდათ მანამ, სანამ დასავლელმა პარტნიორებმა არ უთხრეს, რომ ქარტიას უნდა მიერთებოდნენ. ზურაბიშვილმა კიდევ ბევრი საინტერესო თქვა, რაც ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ:
    0 комментариев
    0 классов
    🔴 ნატო-ს ახალი გენმდივანი ჰყავს სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურად გადასცა უფლება-მოვალეობები შემცვლელს - ნიდერლანდების ყოფილ პრემიერ მარკ რუტეს. ცერემონია ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა.
    0 комментариев
    0 классов
    🔴 სანიკიძეები განაციონალდნენ გუბაზ სანიკიძე, რომელიც წარსულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თავგადაკლული ბრძოლით გამოირჩეოდა, ახლა სწორედ ამ პარტიის სიით იყრის კენჭს საპარლამენტო არჩევნებში. უფრო მეტიც, მისი შვილიც, ლევან სანიკიძეც „ნაციონალი“ გახდა, თანაც რიგითი წევრი კი არა, პარტიის საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერად მოგვევლინა. ამ პოზიციაზე ის დიდი სიამაყით წარადგინა თინა ბოკუჩავამ.
    0 комментариев
    0 классов
    🔴 იწყება უფასო აცრები გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინის 200 000 დოზა საქართველოში 15 ოქტომბრამდე შემოვა და აცრის გაკეთება (ასევე უფასოდ) ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. საუბარია ოთხკომპონენტიან ვაქცინაზე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის, „ებოტის“ ვაქცინა, რომელიც გრიპის კიდევ უფრო მეტ ვარიანტს ფარავს, ვიდრე ადრინდელი პრეპარატები ფარავდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ვაქცინა იმ პირებს ჩაუტარდებათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ.
    0 комментариев
    1 класс
    🔴 დოლარი გაძვირდა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7300 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. შესაბამისად, დოლარი 0,0003 ლარით გაძვირდა. სხვა ძირითადი ვალუტების კურსი დღეისათვის, 1-ელი ოქტომბრისთვის, ასეთია:
    0 комментариев
    0 классов
    🔴 „გამჭვირვალობა“ დამკვირვებლობიდან ჩახსნეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვერ დააკვირდება. „ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე ჩვენი სახელის ქვეშ დარეგისტრირებული არცერთი დამკვირვებელი არ გვეყოლება“, - ნათქვამია „გამჭვირვალობის“ განცხადებაში. საქმე ისაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომლითაც ეს ორგანიზაცია და მისი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად იცნო. არასამთავრობო ორგანიზაცია აზუსტებს, რომ არ აღიარებს „აბსოლუტურად უკანონოდ მინიჭებულ აღნიშნულ სტატუსს“ და არ აპირებს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნების შესრულებას.
    0 комментариев
    0 классов
    🔴 თითო მილიონი ჩემპიონებს მთავრობა მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას ფულადი პრემიით დააჯილდოებს - თითოეულს მილიონი ლარის ოდენობით. ეს გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა პრემიერმა კობახიძემ. მისი თქმით: დღეს UFC-ის მოქმედი 8 ჩემპიონიდან 2 ქართველია, რაც ქართველების მებრძოლ სულს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ამგვარი შედეგი, 4-მილიონიან საქართველოსთან ერთად, მხოლოდ 200-მილიონიან ბრაზილიას აქვს, რაც თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანია. როგორც კობახიძე წერს, სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება სჭირდება, რაც გახდა კიდეც დვალიშვილისა და თოფურიას დაჯილდოების საფუძველი. მოულოდნელ საჩუქარზე უკვე გააკეთა კომენტარი მერაბ დვალიშვილმა, რომელიც საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. როგორც ის ამბობს, სახელმწიფოს მიერ გადაცემულ მილიონ ლარს ქველმოქმედებას, ქართული სპორტისა და MMA-ს განვითარებას მოახმარს.
    0 комментариев
    0 классов
    🔴 რამდენი დახარჯეს პარტიებმა ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა ანგარიში, თუ რამდენი დახარჯეს პოლიტიკურმა პარტიებმა გაერთიანებებმა წინასაარჩევნო კამპანიაზე 27 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან პირველი სამი კვირის განმავლობაში გაწეული ხარჯები, ადგილების მიხედვით, ასეთია: 1. „ქართული ოცნება“ - დაახლოებით 6,9 მილიონი ლარია, საიდანაც 4,7 მილიონი ლარი რეკლამაზე დაიხარჯა. 2. „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა", - დაახლოებით 2,5 მლნ ლარი, აქედან 1,8 მლნ - რეკლამაზე. 3. „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" - 1,7 მლნ ლარამდე, აქედან 1,6 მლნ - რეკლამაზე. ცალკეული პარტიების ხარჯები „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა" – 92 035 ლარი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 90 505 ლარი „საქართველოსთვის" – 83 195 ლარი „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" – 72 755 ლარი „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 58 417 ლარი „საქართველოს ევროპელი დემოკრატები" – 35 841 ლარი „მოქალაქეები" (პარტია არჩევნებიდან 18 სექტემბერს მოიხსნა) – 26 600 ლარი „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი" – 16 010 ლარი „თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა" – 5 416 ლარი „შეცვალე საქართველო" – 5 207 ლარი „ანა დოლიძე - ხალხისთვის" – 1 895 ლარი „ტრიბუნა" – 1 002 ლარი „ლეიბორისტული პარტია" – 923 ლარი. პოლიტპარტიების ხარჯების შესახებ მონაცემები ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე ყოველ სამ კვირაში ქვეყნდება. შესაბამისად, მომდევნო ანგარიში 7 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
    0 комментариев
    0 классов
    🔴 რა ღირს ლარი დღეს? საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7297 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. შესაბამისად, წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ვალუტა 0,0012 ლარით გაუფასურდა. სხვა ძირითადი ვალუტების კურსი დღეისათვის, 30 სექტემბრისთვის, ასეთია:
    0 комментариев
    0 классов
Увлечения

Публикации автора

В ОК обновились Увлечения! Смотрите публикации, задавайте вопросы, делитесь своими увлечениями в ОК