Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
იოსებ სტალინის წიგნი
«ლენინიზმის საკითხები»
მეთერთმეტე გამოცემა
ოქტომბრის რევოლუცია და რუსი კომუნისტების ტაქტიკა
წინასიტყვაობა წიგნისა «ოქტომბრის გზებზე»
ოქტომბრის რევოლუციის ორი თავისებურების შესახებ, ანუ ოქტომბერი და ტროცკის «პერმანენტული» რევოლუციის თეორია
II მეორე თავი
გვერდი 98 და 112
არსებობს ოქტომბრის რევოლუციის ორი თავისებურება, რომელთა გარკვევა აუცილებელია უწინარეს ყოვლისა იმისათვის, რომ გავიგოთ ამ რევოლუციის შინაგანი აზრი და ისტორიული მნიშვნელობა.
რა თავისებურებანია ეს?
ეს არის, ჯერ-ერთი, ის ფაქტი, რომ პროლეტარიატის დიქტატურა წარმოიშვა ჩვენში, როგორც ძალაუფლება, აღმოცენებული პროლეტარიატისა და გლეხობის მშრომელი მასების კავშირის საფუძველზე, ამასთან ამ
იოსებ სტალინის წიგნი
«ლენინიზმის საკითხები»
მეთერთმეტე გამოცემა
ლენინიზმის საფუძვლების შესახებ
სტრატეგია და ტაქტიკა
VII მეშვიდე თავი
გვერდი 64 და 79
სვერდლოვის უნივერსიტეტში 1924 წლის აპრილის დამდეგს წაკითხული ლექციები
ამ თემიდან მე ვიღებ ექვს საკითხს:
ა) სტრატეგია და ტაქტიკა, როგორც მეცნიერება პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ხელმძღვანელობის შესახებ;
ბ) რევოლუციის ეტაპები და სტრატეგია;
გ) მოძრაობის მოზღვავება და უკუქცევა და ტაქტიკა;
დ) სტრატეგიული ხელმძღვანელობა;
ე) ტაქტიკური ხელმძღვანელობა;
ვ) რეფორმიზმი და რევოლუციონიზმი.
1) სტრატეგია და ტაქტიკა, როგორც მეცნიერება პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ხელმძღვანელობის შესახებ. ll მეორე ინტერნაციონალის ბატონობის
იოსებ სტალინის წიგნი
«ლენინიზმის საკითხები »
მეთერთმეტე გამოცემა
ლენინიზმის საფუძვლების შესახებ
თეორია
III მესამე თავი
გვერდი 16 და 31
ამ თემიდან მე ვიღებ სამ საკითხს:
ა) თეორიის მნიშვნელობის შესახებ პროლეტარული მოძრაობისათვის,
ბ) სტიქიურობის «თეორიის» კრიტიკის შესახებ,
გ) პროლეტარული რევოლუციის თეორიის შესახებ.
1) თეორიის მნიშვნელობის შესახებ. ზოგი ფიქრობს, რომ ლენინიზმი არის პრაქტიკის პრიმატი თეორიის წინაშე იმ აზრით, რომ მასში მთავარია მარქსისტულ დებულებათა საქმედ ქცევა, ამ დებულებათა შესრულება, ხოლო რაც შეეხება თეორიას, ლენინიზმი ამ მხრივ თითქოს, საკმაოდ უდარდელი იყოს. ცნობილია, რომ პლეხანოვს არა ერთხელ უოხუნჯნია ლენინის უდარდელ
სიტყვა მუშა-ქალთა სრულიად რუსეთის I პირველ ყრილობაზე 1918 წლის 19 ნოემბერს.
(ყრილობის დელეგატი-ქალები ამხანაგ ლენინს ხანგრძლივი ტაშითა და ოვაციით შეხვდნენ.)
ამხანაგებო, ზოგიერთი მხრივ პროლეტარული არმიის ქალთა ნაწილის ყრილობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ქალები ყველა ქვეყანაში მეტად ძნელად ამოძრავდებოდნენ ხოლმე. არ შეიძლება მოხდეს სოციალისტური გადატრიალება, თუ მშრომელ ქალთა დიდი ნაწილი საგრძნობ მონაწილეობას არ მიიღებს მასში. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, ყველაზე მოწინავე ქვეყნებშიც კი, ქალთა მდგომარეობა ისეთია, რომ ტყუილად კი არ უწოდებენ მათ შინაურ მონებს. არცერთ კაპიტალისტურ სახელმწიფოში, ყველაზე თავისუფალ რესპუბლიკაშიც კი, არ არის ქალთა სრული თანასწორუფლ