და სად გადის ზღვარი, ქრისტიანულ სიმდაბლესა და ადამიანური ღირსების დაკარგვას შორის?
კითხვაზე პასუხობს არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი):
«თქვენი უფლებაა - გქონდეთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვისთანაც გსურთ და საპირისპიროდ - განეშოროთ ურთიერთობას, თუ იგი მძიმეა თქვენთვის.
განსხვავება, ქრისტიანულ სიმდაბლესა და ადამიანური ღირსების დაკარგვას შორის ის არის, რომ ქრისტიანული სიმდაბლე - საკუთარი ცოდვების აღიარება და სხვა ადამიანში კეთილი თვისებების დანახვის უნარია. ხოლო ღირსების დაკარგვა - ეს არის განცდა შურისა, სიძულვილისა, არაკეთილმოსურნეობისა, სიცრუისა, პირმოთნეობისა და ა.შ.
უნდა გვახსოვდეს, რომ სულიერ დამოკიდებულებაში, მხოლოდ ჩვენ თავად შეგვიძლია საკუთარი თავის დამცირება, ხოლო სხვათა დამოკიდებულება ჩვენს მიმართ: უხეშობა, გულგრილობა, გესლიანობა, დაცინვა, შეურაცხყოფა - ეს ბუმერანგია, რომელიც ადრე თუ გვიან მასვე უბრუნდება, რომელმაც ისროლა.
არაა საჭირო თავად ვეძიოთ მწუხარებები, თუმცაღა მრავალი წმინდანი იღებდა ასეთ ღვაწლს საკუთარ თავზე. უმჯობესია სიმდაბლით განვეშოროთ, მაგრამ თუ ეს არ ხელგვეწიფება, საჭიროა მწუხარებების და თვით დევნის გადატანაც კი, ქრისტიანული სიმამაცით, რომელიც განუყოფელია უწყინარობიდან.
მთავარია - დავიცვათ ჩვენი გული წყენისგან და მით უმეტეს - შურისძიების გრძნობისგან. ილოცეთ მათთვის, ვინც გაწყენინათ, ცუდს ნურაფერს ილაპარაკებთ მათზე. მაგრამ ამასთან ერთად გახსოვდეთ, რომ ხსნა და თვითშემეცნება მწუხარებების გარეშე - შეუძლებელია.
მაგალითად, ორ ზანზალაკს მოვიტან - რკინისა დ ვერცხლის. ისინი გარეგნულად ერთმანეთს გავს, მაგრამ თუკი შემოვკრავთ, ხმა განსხვავებული ექნება: რკინისას - მკვეთრი და ყრუ, ხოლო ვერცხლისას - სუფთა და წკრიალა.
ხოლო მწუხარებები - ესაა დარტყმები ჩვენს გულზე, რომელთა მეშვეობითაც ცხადი ხდება, რა არის მასში დაგროვილი».
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев