რომელიც ჩემს თავს ასე ამხელდა..
რითმს მკარნახობდა თვით ბედისწერა
რითაც ცხოვრება ბევრჯერ დასველდა..
გულის ვიგრძენი ძლიერი ფეთქვა
დრომ განაგრძო სვლა აღარ გაჩერდა..
რომ დავაპირე სათქმელი მეთქვა
ბედი ყველაფერს სახელს არქმევდა..
მაშინ ვიგრძენი მე უფლის ხელი
გადამრჩენელად რომ მოგავლინა..
გააფთრებული ძველ ფურცლებს ვხევდი
ახალს ვიწყებდი ჩვენ მომავლიდან..
მივხვდი მარტივი არ იქნებოდა
რთულია მხოლოდ ჭეშმარიტება..
ვიცი მტერი სულ სად ვლინდებოდა
მტრისგან შორსა ვარ ბრბოც არ მჭირდება!
მე შენ მიყვარხარ იმ სიყვარულით
საწყისი რომ აქვს, არასდროს ბოლო..
შენ მომანიჭე ის სიხარული
თუ რამ მაღიმებს და რითაც ვცხოვრობ..
ღმერთმა რომ მომცეს სამი სურვილი
შენ გინატრებდი სამჯერვე ჩემო..
მომკლავს ეს შენი დიდი წყურვილი
მთელს სამყაროში შენ ერთადერთო!!!
💝💝💝მ ა რ ი ა მ ს💝💝💝
ავტ:†ᘛᘜஞაბარպსთაველჲᘝᘞ†
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев