ვეშურები და მინდა აფრენა,
ტკივილს ვერასდროს ვერ მოვიცილებ,
იქნებ შეგეძლო ჩვემთან დარჩენა .
ზღვის ღელვას, ვიცლი გულს ვიკლავ ნაღველს.
აქაფებული სისხლი მაქვს ძარღვში,
ვაი თუ გასკდეს ვენა თავხედი,
უიმისობაც რარიგად წამშლის.
დავიფერფლები რაა ნაცარი
ან რა მტვერია, მე რომ მედაროს
მიწა მსუბუქი მითხარ სად არის?
რომელიც გულზე უნდა გეყაროს.
წახვედი ჩვენგან, შენ არ ხარ ბავშვი.
ბავშვივით მხოლოდ ტირილი გვინდა.
სამოთხეს ზეიმს ვისმენ და გავშრით,
გულ ვერ მშვიდდება იმატებს გრგვინვა.
გრგვინვა ტკივილის ბორგვა ვერაგი
და ვერ გაზრდილი ყლორტი ახლისა,
შენთან რომელი მოვა მერანი
ვინ გაგაქროლებს ასე დაღლილსა?
ისევ წახვედი, მე პროვინციებს
ვეშურები და მინდა აფრენა.
ტკივილს ვერასდროს ვერ მოვიშორებთ,
იქნებ შეგეძლო ჩვენთან დარჩენა!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1