Предыдущая публикация
ჩვენც დროზე სწრაფად ცხოვრებას ვხარჯავთ.
მე ასი ათას სიკვდილს გავუძლებ,
შენთან სულ ერთი სიცოცხლის ნაცვლად.
არ დავუჯერებ არაფერს ვიცი,
რაც კი სიყვარულს აღარ ასახავს.
მე ასი ათას რწმენას წავიშლი,
რადგან ღმერთი და მარტო შენ მწამხართ.
გზა შეიძლება მანძილს აშორებს,
ახლა ორივე შორს და სადღაც ვართ.
სიყვარული კი გზებსაც ამოკლებს,
ამ სიყვარულით მე რომ მიყვარხარ.
არ მეშინია არაფრის ირგლივ,
არც საშინელი ფიქრების მჯერა.
მე ასი ათას ტკივილს გავივლი,
დამშვიდებული რომ ვიყო შენთან.
დრო შეიძლება დამთავრდეს უცებ,
ყველა დროს მაინც შენთვის დავხარჯავ.
მე ასი ათას სიკვდილს გავუძლებ,
შენთან სულ ერთი სიცოცხლის ნაცვლად.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев