ძმები ჰყავთ ქართველებს,
ოდითგან მოვდივართ,
ტანჯვას და ღალატში,
ვინა სთქვა იმ რუსის,
ვაჟკაცად მოქცევა,
სამშობლოს გასცვლიან,
ერთ ჭიქა არაყში!
მაშ რაღას ვგვიანობთ,
სისხლისგან ვიცლებით,
მაშ რაღაც ვგვიანობთ,
გამოვკრათ ურდული.
ახსოვდეს გოლიათს
სიმწარე იმ ქვისა,
ახსოვდეს გოლიათს
დავითის შურდული!
აბა რა გატირებს შენ კავკასიონო,
შენი სიბეჩავე შენივე ბრალია,
გადაჭრილ ვენებს რომ მტერს უშვერ საშველად,
ხომ ხედავ ეგ სისხლი ბოლომდე დალია!
სად ჰკვდები ქართველო, ვინ არის ევროპა,
გინდაც ამერიკა რომ გრყვნის და გაწამებს,
აქვე გყავს საშველი, რად დაბრმავებულხარ?
ასველებს ეგ ცრემლი ინგუშთა წამწამებს.
ვინც გძმობდა, ძმად ისევ იგივე დაგრჩება,
ვინა სთქვა გასწყვიტეს ან გროზნოს ლომები,
ფოლადის გალიაც ჟანგს შაუჭამია,
ვაგემოთ სულ-ძაღლთა, ლომური ომები!
ეგ იცის ქართველო ღმერთის ზურგ-შექცევამ,
რას მოსთქვამ ბეჩავო, აბა რას ელოდი?
ვინც მოგყვა აქამდე და კალთით დაგიცვა,
გადაგვიწყებია, ეშმაკს უმღეროდი.
გვიკვდება ქვეყანა, კვნესის და გვეძახის,
ქუდზე კაცს მოგვიხმობს, ბარსაც და მთიელებს,
ერთობა ჩვენ შვილთა - უფლის და ალაჰის!
ერთობა, ერთობა - ჩვენ კავკასიელებს!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев