Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
ყველა წავიდა ...და ამ წამიდან
ვიწყებ თავიდან...
ისიც არ ვიცი რა მინდა და
და რა აღარ მინდა...
ალბათ არ ღირდა,
რომ გულწრფელობა
მეცვა მანტიად,,,
თვალებმა ისევ უცაბედი დარდი
იციან
როგორ დავმალო,
რომ ტკივილი აღარ მატყვია
არა არ მინდა
ახლო სულსაც ნუღარ მადრიან,
რადგან მგონია ყველაფერი
თითქოს ყალბია,
ახლა ბგერები კლავიშებზე
სევდით დარბიან,
რომ შეიყვარებ გულს გაუხსნი
მერე გარბიან...
ჩემი ბრალია..
ბავშვობიდან ასე
მჩვევია,
თუ რაღაც მიყვარს
ყველაფერი-
მხოლოდ ჩემია
ამას კი სხვები არ ვიცი რატომ
ვერ ეჩვევიან,
შემეჩვევიან, შევეჩვევი ,
მერე ქრებიან..
ვერაფერს ვშვრები
მხოლოდ ვხედავ -როგორ მიდიან...
როგორ ამსხვრევენ მთლიანობას
როგორ მყიდიან..
ის არ იციან...
ყველაზე მეტად მე
გამიგია,
მე მყვარებია,
მე მიმიღია..
მე შემიცვლია...
ვერ ვეურჩები,
აზრი არ აქვს
მაინც მიდიან,,,,
ვერ მიკედლებენ
ამ ჭრილობებს,
ვერ მიკოცნიან ..
ყველა გამშორდა, ყველა წავიდა.
და ამ წამიდან
ვიწყებ თავიდან...
Показать еще
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше интересных видео и найти новых друзей.